ადუღებული წყლის სმა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის: მეცნიერთა რეკომენდაციები

© Pixabay / MasterTuxადუღებული წყალი ჩაიდანში
ადუღებული წყალი ჩაიდანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ წყლის მაღალ ტემპერატურაზე დუღილი არ იწვევს ქიმიური ნივთიერებებისა და მძიმე მეტალების დაშლას, რაც საფრთხეს უქმნის შინაგანი ორგანოების მუშაობას.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ადუღებული წყალი პოტენციურად საშიში შეიძლება იყოს არა მარტო ადამიანის, არამედ შინაური ცხოველების ჯანმრთელობისთვისაც კი, ასკვნიან შვეიცარიელი მეცნიერები

მინერალური წყალი - Sputnik საქართველო
იკრძალება კატეგორიულად: ვისთვის არ შეიძლება მინერალური წყლის სმა

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ წყლის მაღალ ტემპერატურაზე დუღილი არ იწვევს ქიმიური ნივთიერებებისა და მძიმე მეტალების დაშლას, რაც საფრთხეს უქმნის შინაგანი ორგანოების მუშაობას.

ციურიხის უნივერსიტეტის სწავლულებმა ერთმანეთს შეადარეს გაფილტრული და ადუღებული წყალი. მიუხედავად იმისა, რომ მაღალ ტემპერატურას, ჩვეულებრივი ფილტრისგან განსხვავებით, შეუძლია მოკლას ყველა მიკროორგანიზმი და სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ბაქტერია, ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ წყალი გამოყენებისთვის უსაფრთხოდ ჩათვალოს.

ოდნავ მარილიანი წყლის სმა მარგებელია: ვისთვის და როდის

მეცნიერების აზრით, ადუღებული წყლის რეგულარული სმა აჩქარებს ორგანიზმიდან სასარგებლო ნივთიერებების გამოდევნის პროცესს, მათ შორის, ძვლოვანი ქსოვილებიდან კალციუმის გამორეცხვას.

ექიმებმა თერმოდამუშავების სწორ პროცესთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაცია გასცეს:

  • დაუშვებელია ერთი და იმავე წყლის განმეორებით ადუღება;
  • ნუ დაელოდებით ნალექის წარმოქმნას ჩაიდანში, ხშირად გაწმინდეთ ჭურჭელი;
  • არავითარ შემთხვევაში არ შეურიოთ ერთმანეთს ადუღებული და ონკანის წყალი ერთმანეთს. 
ყველა ახალი ამბავი
0