თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ჭამის დროს წყლის სმა მავნებელია ორგანიზმისთვის, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ინა კონონენკო.
ექიმის თქმით, ღეჭვის დროს ადამიანი გამოყოფს ნერწყვს, რომელიც საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს შეიცავს. ეს ფერმენტები შლის ნახშირწყლებს და კლავს პათოგენურ და ორგანიზმისთვის სახიფათო ბაქტერიებს.
„იმ შემთხვევაში, თუ საჭმელს წყალს დააყოლებთ, ლუკმას უფრო სწრაფად, ანუ დაუღეჭავად გადაყლაპავთ. ეს კი, გარდა იმისა, რომ ზედმეტად ტვირთავს კუჭს, ნერწვსაც უშლის ხელს – შეასრულოს თავისი ფუნქცია“, — განმარტავს სპეციალისტი.
ამასთან, კონონენკო ამბობს, რომ წყალი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დააყოლოთ საკვებს, რაც ლუკმას კარგად დაღეჭავთ და გადაყლაპავთ. ექიმის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში სითხე და საკვები კუჭში ერთმანეთთან არ „გადაიკვეთებიან“.
ინა კონონენკო გვირჩევს, წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე დავლიოთ. ამასთან ის არ უნდა იყოს გადადუღებული.