18:02 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (61)
27810

თეთრი კბილები და ლამაზი ღიმილი ადამიანის სავიზიტო ბარათია. ყველა ადამიანს სურს თეთრი და ბზინვარე კბილები ქონდეს, რაც მას თავდაჯერებულობას და გამბედაობას მატებს.

მოგეხსენებათ, საქართველოში კბილების გათეთრება საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომ  შემოგთავაზებთ რამდენიმე ხალხურ, ეფექტურ საშუალებას, რომელიც თქვენს კბილებს მიმზიდველს და ლამაზს გახდის.

პირველ რიგში საჭიროა სწორედ შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი. როდესაც კბილების გათეთრება გსურთ აუცილებელია გამოიყენოთ მაგარი კბილის ჯაგრისი, არც საშუალო და არც რბილი, ისინი მხოლოდ ნადების მოსაცილებლად გამოდგებიან.

საჭმელი სოდა და ლიმონი

ერთი კოვზი სოდა დავყაროთ თეფშზე, დავაწუროთ ორი ცალი ლიმონი/ლაიმი.  ლიმნის დასხმის შედეგად, სოდა აქაფდება. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ქაფი გაქრება და მივიღებთ ფაფისებრ მასას, კბილის ჯაგრისით მოვურევთ. მიღებული მასა მოვათავსოთ ჯაგრისზე და ძლიერად გავიხეხოთ კბილები. ეს მეთოდი მომენტალურად ათეთრებს კბილებს, თუმცა რეკომენდირებული არ არის მისი ყოველდღიური გამოყენება, რადგან ის აზიანებს ემალს.

ნახშირი

ავიღოთ ჩვეულებრივი ნახშირი,  სანაყით ან ქვით დავაქუცმაცოთ. შემდეგ დავამატოთ რამოდენიმე წვეთი წყალი, ისე რომ მივიღოთ მაწვნისებრი კონცენტრაცია. მიღებული მასა მოვათავსოთ ჯაგრისზე და ნაზად გამოვიხეხოთ.

ფოლგა

იმისათვის, რომ თქვენს კბილებს ბრწყინვალება შესძინოთ, საკვები სოდა, მარილი და ცოტაოდენი წყალი უნდა შეურიოთ ერთმანეთს. მიღებული მასა წაისვით კბილებზე და შემდეგ შემოახვიეთ ალუმინის ფოლგა. კბილები მთლიანსდ უნდა იყოს ფოლგით დაფარული. გაიჩერეთ ერთი საათი და ამის შემდეგ ჯაგრისით გაისუფთავეთ კბილები.

გათეთრების ეს მეთოდი სრულიად უსაფრთხო გახლავთ და არანაირი გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.

წყალბადის ზეჟანგი

ერთმანეთში უნდა ავურიოთ ერთი სადილის კოვზი საჭმელი სოდა, 10 მლ წყალბადის ზეჟანგი, ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი და ცოტაოდენი კბილის პასტა. ასეთი პასტით გაწმენდილი კბილები ორ კვირაში დაგიბრუნებთ სითეთრესა და ბზინვარებას.

კენკრა

არსებობს კბილების გათეთრების ბევრად გემრიელი მეთოდები. შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა მარწყვითა და ხენდროს გამოყენებით გათეთრება. გაიხეხეთ კბილები ამ კენკრის წვენით (ისევე როგორც ჩვეულებრივი კბილის პასტის გამოყენებისას, ოღონდ ჯაგრისი ჩააწეთ წვენში), მაგრამ არ დაგავიწყდეთ ამ პროცედურის შემდეგ კბილების პასტით გამოხეხვა, რომელიც წვენისგან დარჩენილი ნაწილაკებისგან გაწმენდს კბილებს.

 

 

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (61)

მთავარი თემები