11:49 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (61)
421 0 0

ვეძებთ ახალ-ახალ რჩევებს – როგორ მოვატყუოთ ბუნება, რათა საუკეთესო რუჯი მივიღოთ მოკლე დროში. როგორ გავირუჯოთ სწორად, რამდენი ხანი შეიძლება დავყოთ მზის სხივების ქვეშ და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მზის სხივების უკონტროლოდ მიღებამ...

მედიცინაში არ არსებობს ტერმინი „ჯანმრთელი გარუჯვა“. ამდენად, მზის სხივები არც ისე სასარგებლოა, როგორც ჩვენ გვგონია. თუმცა, მზის სხივების ქვეშ ყოფნის დროს, ანუ გარუჯვისას წარმოიქმნება მელანინი. ეს კი ისეთი პიგმენტია, რომელიც იცავს ორგანიზმს დასხივებისგან. ამიტომ რაღაც დოზით, რა თქმა უნდა, აუცილებელიცაა მზის სხივების მიღება, ოღონდ წესების დაცვით.

აირჩიეთ სწორი დრო

უნდა ვიცოდეთ მზის აბაზანის მიღების სწორი დრო და ინტერვალი. ამ შემთხვევაში სილამაზე მსხვერპლს არ მოითხოვს, სილამაზე ზომიერებაშია.

გა­ი­რუ­ჯეთ მზის ნაკ­ლე­ბი აქ­ტი­ვო­ბის დროს, ანუ დი­ლის 11:00 სა­ა­თამ­დე ან სა­ღა­მოს 16:00 სთ-ის შემ­დეგ. გახ­სოვ­დეთ, რომ შე­იძ­ლე­ბა ნამ­ზე­უ­რი მოღ­რუბ­ლულ ამინ­დშიც მი­ი­ღოთ, რად­გან ღრუ­ბე­ლი არ წარ­მო­ად­გენს ზღუ­დეს ულტრა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის­თვის. გახ­სოვ­დეთ, ვერც წყალ­ში ყოფ­ნით და­ი­ცავთ თავს დამ­წვრო­ბის­გან.

რუჯის მიღებამდე ჯობს, რომ დალიოთ ნატურალური წვენები და წყალი, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოვანება. ასევე საჭიროა მოამზადოთ კანი. წინა დღეს გაიხეხეთ მთლიანი სხეული სპეციალური სკრაბით, რათა მოიშოროთ მკვდარი უჯრედები, ეს თანაბარი რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ.

ზღვაზე გარუჯვისას უნდა დავიცვათ დროის ინტერვალი. რუჯის მოკიდება დამოკიდებულია კანის ტიპზე. კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს კანის ექვსი ტიპი: პირველი სამი ტიპი არის ღია ფერის კანი, შემდეგ – ღია ყავისფერი, და ბოლოს – ძალიან მუქი კანი. პირველი სამი ტიპის კანის მქონე ადამიანები ძალიან ცუდად ირუჯებიან, ან საერთოდ არ ეკიდებათ რუჯი, ან იღებენ დამწვრობას. ამიტომ როდესაც ადამიანი გადის მზეზე რუჯის მისაღებად, ის, ვისაც აქვს ღია ფერის კანი, პირველად გასვლისას მზეზე სასურველია იყოს მხოლოდ 5-დან 10 წუთამდე. მერე ყოველდღიურად უნდა ამატოს 5-10 წუთი. ხოლო მას, ვისაც უფრო მუქი ფერის კანი აქვს, პირველი გასვლის დროს შეუძლია დარჩეს 10-20 წუთი.

სანაპიროსთან ახლოს მიღებული რუჯი სასიამოვნო და სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან ზღვის სინოტივე კანს ატენიანებს და წყალში ცურვის დროსაც ორგანიზმი რუჯს გაცილებით კარგად იღებს. ამ დროს ყველაზე დაუცველი ზონებია მხრები, ცხვირი, მკერდი და ამიტომ აუცილებელია ყოველ ნახევარ საათში დამატენიანებელი და დამცავი საშუალებების გამოყენება.

გასარუჯი და მზისგან დამცავი საშუალებები

აუცილებლად გამოიყენეთ ისეთი გასარუჯი საშუალება, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების დამცავს UVA, UVB (UVA/B) და მზის დამცავს SPF.

მზისგან დამცავი საშუალება უნდა იყოს SPF30 ან SPF50 ფილტრით, რომელიც დაატენიანებს, დაარბილებს და დაიცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან. თავიდან წაისვით წყალთან კონტაქტის მერე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყალგაუმტარია.

მზის დამცავი წყალთან კონტაქტისას ასე თუ ისე ირეცხება, ამიტომ წყლიდან ყოველი ამოსვლისას ხელახლა წაისვით. თუ წყალში ჩასვლა არ გიწევთ, ყოველ ორ საათში განიახლეთ დამცავი. მზეზე ერთ პოზაში დიდხანს არ იწვეთ, 5-15 წუთში ერთხელ იცვალეთ მიმართულება.

როდესაც კანს მივაჩვევთ მზის სხივებს, შეგვიძლია გამოვიყენოთ რუჯის გამაძლიერებელი ზეთები. გარუჯვის შემდეგ მიიღეთ ცივი შხაპი და აუცილებლად კარგად დაიტენიანეთ კანი. იმისათვის, რომ ნამზეური უფრო შესამჩნევი გახდეს, შეგიძლიათ წაისვათ ტანის შიმერი.

ყველამ კარგად იცის მზის ქვეშ დიდხანს ყოფნის სახიფათო შედეგები. ულტრაიისფერი სხივები არა მხოლოდ სწრაფ დაბერებას უწყობენ ხელს, კანის კიბოსაც იწვევს. თეორიულად, საჯაროდ ცნობილია, რომ მზით დამწვრობა კანის ანთებითი დაზიანებაა, რომელიც დიდი დოზით ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით არის გამოწვეული, მაგრამ ქართველი რუჯის მოყვარულები მაინც ძალიან ჯიუტები აღმოჩნდნენ. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რამაც შესაძლოა თქვენი დასვენების დღეები სულაც არ გახადოს სასიამოვნო.

გარუჯვას სჭირდება ცოდნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მზემ შესაძლოა მთელი შვებულება ჩაგიშხამოთ

„პირველი ორი ვიზიტი პლაჟზე ყოველთვის საფრთხის შემცველია, რადგან კანი უნდა მიეჩვიოს მზის სხივებს. ლოსიონი აუცილებლად უნდა წავისვათ, რომ ნელ-ნელა და თანაბრად მოეკიდოს რუჯი სხეულს. როცა დაიწვები და წყლულები გაგიჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ერთი კვირა პლაჟზე ვეღარ გახვალ. მაგრამ მქონია შემთხვევა, როცა წყლულები გაუხეთქავთ, გასულან მზეზე და გაუღრმავებიათ ჭრილობები. რამდენიმედღიანი დასვენება რატომ უნდა ჩაიმწარო?“ – ამბობს გუგა ქაშიბაძე.

გარუჯულ კანს მართლაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება როგორც გარუჯვამდე, ასევე გარუჯვის პროცესში. გარუჯულ სხეულზე აუცილებლად უნდა წაისვათ დამცავი და დამატენიანებელი კრემები. ეს კანს აღადგენს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ კანზე, სასწრაფოდ კონსულტაციისთვის დერმატოლოგს მიაკითხეთ, რათა საშიში დაავადების საფრთხე გამორიცხოთ. ხშირად დაითვალიერეთ გარუჯული სხეული სარკესთან. დააკვირდით კანს, მკერდის ქვეშ ადგილებს და ნაოჭებს. ნამზეურის გადასვლის შემდეგ ხშირად კანზე თეთრი ლაქები აღინიშნება. ეს არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც კანის რქოვანა შრეს აზიანებს. დაზიანებულ ადგილზე კი კანი ფერს იცვლის და ეს ცვლილება თავადვე, ექიმის გარეშე, შეუიარაღებელი თვალითაც შეგიძლიათ შეამჩნიოთ. საერთოდ, მზე ბევრი დაავადების პროვოცირებას ახდენს და ამის თაობაზე ნებისმიერი ადამიანი ინფორმირებული და გაფრთხილებული უნდა იყოს. 

მოაქვს გარუჯვას რამე სარგებლობა?

ჯანმრთელობისთვის – არავითარი. მეტიც, ულტრაიისფერი სხივები იმდენად დიდ ზიანს გვაყენებს, რომ მისი ბოლომდე განეიტრალება დამცავი საშუალებებითაც კი შეუძლებელია. ალბათ უკვე დროა, შევიცვალოთ დამოკიდებულება რუჯის მიმართ, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში ჯერ კიდევ ჯანმრთელობასთან ასოცირდება...

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (61)

მთავარი თემები