https://sputnik-georgia.com/20200619/produqtebi-romlebic-rujis-miRebas-uwyobs-xels-248769148.html
რუჯი ხარისხიანი და ჯანსაღი იქნება, თუ... პროფესორი აუცილებელ ხილ-ბოსტნეულს ასახელებს
რუჯი ხარისხიანი და ჯანსაღი იქნება, თუ... პროფესორი აუცილებელ ხილ-ბოსტნეულს ასახელებს
Sputnik საქართველო
კლინიკური დერმატოლოგი, კანის სნეულებათა კათედრის პროფესორი ასახელებს პროდუქტებს, რომლებიც ხარისხიანი და უსაფრთხო რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ. 19.06.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-06-19T13:15+0400
2020-06-19T13:15+0400
2023-07-21T10:25+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ახალი ამბები
რუჯი ხარისხიანი და ჯანსაღი იქნება, თუ... პროფესორი აუცილებელ ხილ-ბოსტნეულს ასახელებს
13:15 19.06.2020 (განახლებულია: 10:25 21.07.2023) კლინიკური დერმატოლოგი, კანის სნეულებათა კათედრის პროფესორი ასახელებს პროდუქტებს, რომლებიც ხარისხიანი და უსაფრთხო რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. პროდუქტები, რომლებიც ბეტა–კაროტინს, სელენს, ლიკოპინსა და ტრიპტოფანს შეიცავენ, ზაფხულის რუჯის ფორმირებას უწყობს ხელს, აცხადებს კლინიკური დერმატოლოგი, პროფესორი ელენა სნარსკაია.
პროფესორის თქმით, ხარისხიანი რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ ატამი, გარგარი, ნესვი, საზამთრო და ყურძენი, ასევე ბოსტნეული – მეტი რაოდენობით პომიდორი და ბროკოლი.
რუჯისთვის ასევე სასარგებლოა ცილები — ღვიძლი, წითელი ხორცი და თინუსი.
„ჩამოთვლილი პროდუქტები ეფექტს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებისა და ვიტამინების წყალობით ახდენენ, რაც რუჯიან კანს ჯანსაღ სახეს აძლევს. მაგალითად, პომიდორი, ხორცი და თინუსი შეიცავენ ტიროზინს — ამინომჟავას, რომელიც ხელს უწყობს პიგმენტ მელანინის გამომუშავებასა და მისი სიცოცხლის გახანგრძლივებას“, — აცხადებს სნარსკაია.
სპეციალისტი გაფრთხილებთ, რომ ხარისხიანი და უსაფრთხო რუჯის მისაღებად მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მკაცრად განსაზღვრულ დროს — დილის 7-დან 11 საათამდე, შემდეგ კი საღამოს 4 საათიდან შეგიძლიათ დარჩეთ.
ამასთან, მზის აბაზანების მიღებისას აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ფოტოპროტექტორები SPF-ით — კანის ფერის მიხედვით.