მითები სილამაზეზე: რისი დაჯერება უნდა შეწყვიტოთ 21-ე საუკუნეში დაუყოვნებლივ

© Pixabay / Engin_Akyurtკოსმეტიკური ნიღაბი სახისთვის
კოსმეტიკური ნიღაბი სახისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სილამაზე მათგან მსხვერპლს მოითხოვს და იმისთვის, რომ მუდამ მშვენიერები დარჩნენ, ბევრ რამეზე მიდიან.

სინამდვილეში უამრავი ჩვევა და რწმენა, რაც სრულყოფილი გარეგნობის შენარჩუნებასთან არის დაკავშირებული, სულაც არ ყოფილა რაციონალური. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი არა მარტო ფლანგავს ჩვენს დროსა და ფულს, არამედ აზიანებს კიდეც ჩვენ გარეგნობას.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მითებს, რომელთა დაჯერება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ, რათა მუდამ მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ.

CC BY-SA 2.0 / Flickr / Jeff Luyten / Make-Up Artქალი სარკესთან
მითები სილამაზეზე: რისი დაჯერება უნდა შეწყვიტოთ 21-ე საუკუნეში დაუყოვნებლივ - Sputnik საქართველო
ქალი სარკესთან

მითი №1. ყოველდღიური მაკიაჟი საზიანოა თქვენი კანისთვის

სინამდვილეში მაკიაჟი სულაც არ აზიანებს კანს. კანისთვის საზიანო და დამღუპველი მისი ღამით დატოვებაა. დაიმახსოვრეთ, თუ ძილის წინ მაკიაჟს სრულყოფილად არ მოიშორებთ, ამით დიდ ზიანს მიაყენებთ საკუთარ გარეგნობას. მნიშვნელოვანია, რომ კანს ჰქონდეს სუნთქვისა და ჟანგბადის მიღების საშუალება. თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებები შეიცავს ულტრაიისფერ ფილტრებს, აქვს დამატენიანებელი, მკვებავი და დამცავი თვისებები, რომლებიც დღისით იცავენ კანს გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან, ღამით კი მათი სახეზე დატოვება მხოლოდ ზიანის მომტანია.

© photo: Pixabay / silviaritaმალამო სახის კანისთვის
მითები სილამაზეზე: რისი დაჯერება უნდა შეწყვიტოთ 21-ე საუკუნეში დაუყოვნებლივ - Sputnik საქართველო
მალამო სახის კანისთვის

მითი №2. თუ კოსმეტიკის ჭურჭელზე წარწერაა „ჰიპოალერგიული", პროდუქტი შესაფერისია ნებისმიერი ტიპის კანისთვის

„ჰიპოალერგიული" კოსმეტიკური საშუალებები არ შეიცავენ მხოლოდ ისეთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ალერგენულ ინგრედიენტებს, როგორიცაა, მაგალითად, ალკოჰოლი. დაიმახსოვრეთ, ერთადერთი ინგრედიენტი, რომელზეც არც ერთი ტიპის კანს არ აქვს რეაქცია, არის მხოლოდ და მხოლოდ გამოხდილი წყალი. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი „ჰიპოალერგიული" კოსმეტიკური საშუალება და ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული კოსმეტიკა ყველასთვის არ არის განკუთვნილი.

© FB/GarnierBB-კრემი, ანუ „სილამაზის ბალზამი“ ან „შესანიღბი ბალზამი“
მითები სილამაზეზე: რისი დაჯერება უნდა შეწყვიტოთ 21-ე საუკუნეში დაუყოვნებლივ - Sputnik საქართველო
BB-კრემი, ანუ „სილამაზის ბალზამი“ ან „შესანიღბი ბალზამი“

მითი №3. დამატენიანებელი კრემები ხელს არ უშლის ნაოჭების წარმოქმნას

სინამდვილეში დღეს ბევრი დამატენიანებელი კრემი ებრძვის ნაოჭების წარმოქმნას. მთავარია გახსოვდეთ, რომ კრემის შემადგენლობაში იყოს UV ფილტრები და ვიტამინები, რომლებიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს.

CC0 / Pixabay / სახეზე ხელებაფარებული ქალი
მითები სილამაზეზე: რისი დაჯერება უნდა შეწყვიტოთ 21-ე საუკუნეში დაუყოვნებლივ - Sputnik საქართველო
სახეზე ხელებაფარებული ქალი

მითი №4. კანი ეჩვევა კრემებს და კრემებიც კარგავს ეფექტს, ამიტომაც ისინი დროდადრო უნდა შეიცვალოს

ეს მითი ნამდვილად არასწორია. პირიქით, ზოგჯერ ახალ კრემზე გადასვლა შეიძლება სტრესულიც კი იყოს კანისთვის. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ კანის მოვლის წესები განსხვავებულია სხვადასხვა სეზონისთვის. თუ ზაფხულში pH-ის ოპტიმალური დონის შენარჩუნების თვისების მქონე კრემი საკმარისია, ზამთრის კრემს, მზის სხივების, ქარის და მტვრისგან დაცვის გარდა, უნდა ჰქონდეს ისეთი თვისებები, რომლებიც ატენიანებს და კვებავს კანს.

CC BY 2.0 / Flickr/ www.homejobsbymom.com / girl after shower make-upქალი მაკიაჟის გაკეთების წინ
მითები სილამაზეზე: რისი დაჯერება უნდა შეწყვიტოთ 21-ე საუკუნეში დაუყოვნებლივ - Sputnik საქართველო
ქალი მაკიაჟის გაკეთების წინ

მითი №5. კრემი უნდა წაისვათ ქვემოდან ზემოთ

ბევრი დარწმუნებულია, რომ არსებობს სპეციალური წესები სახის კრემების წასმისთვის და რომ წრიული მოძრაობები სახის ქვედა მხრიდან ზემოთა მიმართულებით აძლიერებს კრემის ეფექტს. სინამდვილეში არსებობს რამდენიმე წესი, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ სახის კრემები, მაგრამ აქ ხელის მოძრაობებს და მიმართულებას მნიშვნელობა არ ენიჭება.

© FB / Water Snoწყალი "სნო"
მითები სილამაზეზე: რისი დაჯერება უნდა შეწყვიტოთ 21-ე საუკუნეში დაუყოვნებლივ - Sputnik საქართველო
წყალი "სნო"

მითი №6. ნაოჭების თავიდან ასაცილებლად ბევრი წყალი უნდა დალიოთ

მითი, რომ რეგულარულად და აუცილებელი რაოდენობით მოხმარებული წყალი ანელებს კანის დაბერების პროცესს, ძალზე პოპულარულია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ, სამწუხაროდ, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. როგორც წესი, ეპიდერმისის ზედა ფენის უჯრედები უკვე მკვდარია, ამიტომ ისინი ტენიანობას შიგნიდან ვერ შთანთქავენ.

მითი №7. თუ რეგულარულად ასრულებთ სახის ვარჯიშს, შეგიძლიათ ნაოჭები მოიშოროთ

სახე სხეულის ერთადერთი ნაწილია, სადაც კუნთები პირდაპირ კანზეა მიბმული. ამიტომ მუდმივი გაჭიმვა და ვარჯიშები არ უწყობს ხელს უკვე არსებული ნაოჭების მოშორებას.

CC BY 2.0 / Flickr/ fhotels / Spa Solariumმეცნიერთა უმეტესობა მაინც აღიარებს, რომ სოლარიუმი უფრო სახიფათოა, ვინაიდან ის 15-ჯერ მეტ ულტრაიისფერ გამოსხივებას გამოყოფს, ვიდრე მზე
მითები სილამაზეზე: რისი დაჯერება უნდა შეწყვიტოთ 21-ე საუკუნეში დაუყოვნებლივ - Sputnik საქართველო
მეცნიერთა უმეტესობა მაინც აღიარებს, რომ სოლარიუმი უფრო სახიფათოა, ვინაიდან ის 15-ჯერ მეტ ულტრაიისფერ გამოსხივებას გამოყოფს, ვიდრე მზე

მითი №8. მზეზე აკნე ქრება

მზე ნამდვილად აშრობს კანს, მაგრამ კანი ამაზე საპირისპიროდ რეაგირებს, გამოიყოფა უფრო მეტი ცხიმი, რაც „აფეთქებს“ ფორებს. უფრო მეტიც, მზეზე ხანგრძლივად ყოფნამ, შეიძლება, ხელი შეუწყოს მზის ალერგიას, რაც იწვევს სახეზე ლაქების გაჩენას.

© Pixabay / Arno_Mქალი გვირილით
მითები სილამაზეზე: რისი დაჯერება უნდა შეწყვიტოთ 21-ე საუკუნეში დაუყოვნებლივ - Sputnik საქართველო
ქალი გვირილით

მითი №9. რუჯი კანის სიჯანსაღის ნიშანია

გარუჯვა არის სხეულის დამცავი რეაქცია, როდესაც ის გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, მაგალითად, მზისგან იცავს თავს. ნებისმიერი რუჯის შემთხვევაში კანი ზიანდება.

CC BY 2.0 / tommerton2010 / beautiful facesხალები ქალის სახეზე
მითები სილამაზეზე: რისი დაჯერება უნდა შეწყვიტოთ 21-ე საუკუნეში დაუყოვნებლივ - Sputnik საქართველო
ხალები ქალის სახეზე

მითი №10. ხალების მოცილება შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის

ხალი არის კანის პიგმენტური წარმონაქმნი. მას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფერები და ფორმები. ხალების უმეტესობა უვნებელია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიძლება გარე ფაქტორების გავლენის ქვეშ გადაიზარდოს მელანომად. ამიტომაც აუცილებელია კანის ყველა კეთილთვისებიანი წარმონაქმნის მოშორება. ეს სამედიცინო პროცედურა აბსოლუტურად უვნებელია.

მითი №11. სასარგებლოა სახის ყინულით გაწმენდა

ყინულის კუბიკებით გაწმენდა ყველასთვის კარგი არ არის, რადგან დაბალმა ტემპერატურამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კანს. ამ დროს ფერხდება სისხლის ნაკადის მოძრაობა. გარდა ამისა, შეიძლება შეშუპდეს, ან წვრილი სისხლძარღვები დაგვაჩნდეს სახეზე. უფრო მეტიც, ცხიმის ჯირკვლების ფუნქცია ქვეითდება, რაც კანს ელასტიურობას უკარგავს. სახის ყინულით გაწმენდის  პროცედურა უნდა უგულებელყონ მათ, ვისაც მშრალი კანი აქვს, არსებობს მრავალი სახის კოსმეტიკური პროდუქტი, რომელსაც უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე ყინულს.

CC BY-SA 2.0 / Betsy Jons / Non-buzzed hot hair and faces!როგორ გამოიყურება ჯანმრთელი თმა
მითები სილამაზეზე: რისი დაჯერება უნდა შეწყვიტოთ 21-ე საუკუნეში დაუყოვნებლივ - Sputnik საქართველო
როგორ გამოიყურება ჯანმრთელი თმა

მითი №12. თუ თმას ხშირად შეიჭრით, უფრო სწრაფად გაიზრდება

თმა იზრდება ერთი და იმავე სიჩქარით – თვეში დაახლოებით 1-1,5 სმ-ით. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ხშირად შეიჭრით, ან თუ შეიჭრით საერთოდ.

მითი №13. აუცილებელია კბილების გახეხვა ყოველი ჭამის შემდეგ

ბოლო კვლევების მიხედვით, ჭამის შემდეგ დაუყოვნებლივ კბილების გახეხვა საზიანოც კია. ამ დროს ჯაგრისი კბილს ზედაპირზე არსებულ ფენას აშორებს და მას დაუცველს ხდის, საკვებში შემავალი მჟავა კბილში ღრმად აღწევს და მის ეროზიას უწყობს ხელს. ამიტომაც თუ ჭამის შემდეგ 30 წუთში კბილების გახეხვა მოგიწევთ, კბილის მინანქარი გაცილებით სწრაფად დაიშლება.

© Courtesy of Tamar Kintsurashviliფრჩხილების მოვლა
მითები სილამაზეზე: რისი დაჯერება უნდა შეწყვიტოთ 21-ე საუკუნეში დაუყოვნებლივ - Sputnik საქართველო
ფრჩხილების მოვლა

მითი №14. მანიკური აზიანებს ფრჩხილებს

ფრჩხილები მკვდარი უჯრედებია. ფრჩხილი რომ სუნთქავდეს, ტენიანობის გაზრდის გამო ფრჩხილის ლაქი ზედ ვერ დარჩებოდა. ფრჩხილებს არ სჭირდებათ ჟანგბადი, ისინი ნუნების ქვეშ გამავალი კაპილარებით იკვებებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0