თუ უნივერსიტეტის შეცვლა გადაწყვიტეთ: ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიდისტანციური სწავლება
დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ ყველა მოსწავლე ოცნებობს სტუდენტობაზე, ხშირად ღამეებიც უთენებიათ სასურველ პროფესიასა თუ უნივერსიტეტზე ფიქრში. თუმცა, არცთუ იშვიათია, რომ უკვე სწავლის პროცესში სტუდენტები იცვლიან  გადაწყვეტილებას და სასწავლებლის ან პროფესიის შეცვლაზე იწყებენ ფიქრს.

სახელმწიფო სტუდენტს წელიწადში ორჯერ აძლევს შანსს, რომ ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადავიდეს. არსებობს საგაზაფხულო და საშემოდგომო მობილობა, რომლებიც სემესტრების დამთავრებას არის მიბმული.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, საშემოდგომო მობილობა ივლისის ბოლოს გამოცხადდება. მანამდე კი ვეცდებით ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგცეთ – როგორ გაიაროთ ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ.

მობილობა ეხება ყველა დონეს – ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურას. ის სამ ეტაპს მოიცავს:

Книги на полке - Sputnik საქართველო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიტერატურულ კონკურსს „ლიტჰაიკერი 2020“-ს იწყებს

1.  უნივერსიტეტები არეგისტრირებენ ვაკანტურ ადგილებს;

2.  სტუდენტები ელექტრონულად რეგისტრირდებიან პორტალზე და აკეთებენ არჩევანს;

3. შედეგების გამოცხადების შემდეგ იწყება ჩარიცხვის ბრძანებების წარმოდგენა მიმღები უნივერსიტეტების მხრიდან.

როდესაც სტუდენტთა მობილობა გამოცხადდება, შემდეგი ნაბიჯები უნდა გაიაროთ:

1. გაიარეთ რეგისტრაცია მობილობის პორტალზე - students.emis.ge. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შეგიძლიათ თერთმეტნიშნა პირადი ნომრით. ამის შემდეგ გეძლევათ სასურველი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების არჩევის საშუალება;

2. გააკეთეთ განაცხადი მობილობაზე, დააფიქსირეთ არჩევანი და დაალაგეთ პრიორიტეტებად (მაქსიმუმ ხუთი პრიორიტეტი);

სტუდენტები ლექციაზე - Sputnik საქართველო
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!.. რა ელის ქვეყანას მომავალ სასწავლო წელს?

3. გადაიხადეთ მობილობის საფასური 40 ლარი („საქართველოს ბანკში“). საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მობილობაში ვერ მიიღებთ მონაწილეობას. გადახდისგან თავისუფლდება: სტუდენტი, რომელიც მონაწილეობს რიგგარეშე მობილობაში; სტუდენტი, რომლის ოჯახი, მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 ათასს;

4. გაეცანით მობილობის შედეგებს ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge. მობილობის შედეგები პორტალზე მობილობის მსურველთა რეგისტრაციის ამოწურვის შემდეგ ცხადდება. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში;

5. დაუყოვნებლივ მიმართეთ წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინეთ თქვენს პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლები;

6. გაეცანით მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობას და  წერილობითი განაცხადით დაადასტურეთ თანხმობა ან უარი.

განვიხილოთ, ვის აქვს მობილობის უფლება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
2020 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დასრულდა

ა) ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:

- აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს სწავლების ერთი წლის შემდეგ;

- 2010 წლის 4 თებერვლის შემდეგ შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტს სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში / ან შეწყვეტილი სტატუსის მქონე სტუდენტს სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში;

ბ) 2010 წლის 4 თებერვლამდე სტუდენტის სტატუსშეჩერებულად განხილულ პირს:

- გარიცხვიდან/ამორიცხვიდან 10 წლის განმავლობაში;

- აღიარებულ რეჟიმში სწავლის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
რას ავლენდა უნარების გამოცდა და რით განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ანალიტიკური უნარი

როგორ მოიპოვებთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის წესით სწავლის გაგრძელების უფლებას, თუ ბაკალავრიატში სწავლობთ

- თუ დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა რეგისტრირებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაზე მეტია, დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ ის სტუდენტები, რომელთა საკონკურსო ქულა აღემატება მობილობის სხვა მსურველთა საკონკურსო ქულას.  გაითვალისწინეთ, რომ მობილობის კონკურსში წარმატება დამოკიდებულია თქვენ მიერ ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებულ საკონკურსო ქულაზე;

- მობილობის წესით სწავლის გაგრძელების უფლებას პირველ რიგში მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომლებსაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა პირველ პრიორიტეტად აქვთ მითითებული, დარჩენილი ადგილები განაწილდება მეორე, მესამე და ა.შ. პრიორიტეტებით რეგისტრირებული განაცხადების შესაბამისად.

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
Microsoft: შთაგონებული ვართ საქართველოს განათლების სამინისტროს უზარმაზარი ძალისხმევით

როგორ მოიპოვებთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის წესით სწავლის გაგრძელების უფლებას, თუ მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლობთ

- სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება შესაძლებელია მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით. ეს წინაპირობები კი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია.

თუ წარმატებით გაიარეთ მობილობის კონკურსი, მიმღებ უმაღლეს დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების გამოცემის შემდეგ თქვენ შეგიწყდებათ სტუდენტის სტატუსი ყოფილ უმაღლეს სასწავლებელში.

რომელ კურსზე შეძლებთ სწავლის გაგრძელებას

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის შეცვლის მსურველებს აინტერესებთ. მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს თქვენ მიერ დაგროვებული კრედიტების თავსებადობას იმ საგანმანათლებლო პროგრამასთან, რომელზეც მოიპოვეთ სწავლის გაგრძელების უფლება და დაადგენს სწავლების რომელი წლიდან შეძლებთ სწავლის გაგრძელებას. საყურადღებოა, რომ კრედიტების თავსებადობის დადგენა და აღიარება მიმღები დაწესებულების კომპეტენციაა.

სტუდენტები ლექციაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის პრაქტიკული ნაწილის განახლებაზე მსჯელობენ

გადავა თუ არა გრანტი მობილობით სარგებლობისას

რადგანაც ყველა სტუდენტის შემთხვევა ინდივიდუალურია, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის მისაღებად მიმართეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (თბილისი, ფანჯიკიძის ქ. N1), ან დაუკავშირდეთ ნომერზე: (+995 32) 2 200 220 (შიდა 5500).

და, ბოლოს, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მიხვდით, რომ აღარ გსურთ მობილობის წესით სწავლის გაგრძელება

მობილობის წესით სწავლის გაგრძელებაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის გამოცემული ჩარიცხვის შესახებ ბრძანება. ამ დროს შეგიძლიათ მიმართოთ მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას წერილობით და უარი განაცხადოთ სწავლის გაგრძელებაზე.

ხოლო თუ ჩარიცხვის შესახებ ბრძანება უკვე გამოცემულია, ითვლებით მიმღები დაწესებულების სტუდენტად და სწავლას ვეღარ განაგრძობთ ძველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0