საპონი COVID-19-ის ვირუსს მოკლავს, მაგრამ... ცნობილი პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

© AFP 2024 / WANG ZHAOბავშვები პირბადეებით ქუჩაში ერთობიან
ბავშვები პირბადეებით ქუჩაში ერთობიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმაღლესი კატეგორიის პედიატრი კატეგორიულად კრძალავს ბავშვებისთვის ლორწოვანას საპნით გამობანას კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. თუ კორონავირუსით ინფიცირების თავიდან არიდების მიზნით ბავშვებს ლორწოვანას საპნით გამოუბანთ, ამით კიდევ მეტად მგრძნობიარეს გახდით მათ სხვადასხვა აღმძვრელების მიმართ, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი. 

ბავშვი დამცავი ნიღბით - Sputnik საქართველო
COVID 19: შესაძლოა ბავშვი ინფიცირებული იყოს, მაგრამ ანალიზმა არ აჩვენოს - ბოლო კვლევა

ცნობილმა უკრაინელმა ექიმმა ასე უპასუხა ერთ-ერთ მშობელს, რომელმაც ჰკითხა: რამდენად ეფექტურია ბავშვისთვის თვალების, ცხვირისა და პირის საპნით გამობანა იმისთვის, რომ COVID-19-ის ვირუსით ინფიცირება თავიდან ავირიდოთ?

ევგენი კომაროვსკი განმარტავს: „დავუშვათ, ახლა ლორწოვან გარსზე ვირუსია, თქვენ დაამუშავეთ ის საპნით და მოკალით ვირუსი. მაგრამ საპნით ამგვარი ქიმიური დამწვრობის შემდეგ — ფაქტობრივად ტუტით — ლორწოვანა კიდევ უფრო მგრძნობიარე გახდება სხვადასხვა აღმძვრელის მიმართ და, შესაბამისად, ახლა უფრო მარტივად დაინფიცირდება, ვიდრე მანამდე“.

„ამიტომ კატეგორიულად გირჩევთ: არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეთ ასე! წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ ბავშვს, დაუქვეითებთ რა ადგილობრივ იმუნიტეტს“, — წერს პედიატრი.    

გარდა ამისა, ევგენი კომაროვსკი მშობლებს ურჩევს, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის პირობებშიც კი გაიყვანონ ბავშვები ჰაერზე გასასეირნებლად, ვინაიდან შინ ჯდომამ, შესაძლოა, კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, ისეთები, როგორებიცაა ბრონქიტი, ტონზილიტი, დერმატიტი, ასთმა, ალერგიის გამწვავება და სხვ.

როგორ დავძლიოთ COVID-19-ით გამოწვეული შფოთვა: სპეციალური ინსტრუქტაჟი ფსიქოლოგებისგან>>

პედიატრი იქვე განმარტავს, რომ სეირნობისას აუცილებელია დაიცვათ შემდეგი წესები:

  • არავითარ შემთხვევაში არ იკონტაქტოთ სხვა ადამიანებთან;
  • ბავშვი მხოლოდ 4–5 თანატოლისგან შემდგარ ჯგუფთან მიუშვით, ოღონდ უფროსების მეთვალყურეობით, რომლებიც ერთმანეთისგან დისტანციას დაიცავენ;
  • გარეთ გასვლისას თან იქონიეთ ანტისეპტიკი ხელებისთვის;
  • შეეცადეთ გააკონტროლოთ, რომ ბავშვი ხელით არ შეეხოს ლიფტის ღილაკებს, კარის სახელურებს, კიბის მოაჯირს და ა.შ.
  • საბავშვო მოედნებსა და სადარბაზოს წინ ეზოში სეირნობას ჯობს ბავშვი მოშორებით, პარკში ან მწვანე ზოლში გაიყვანოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0