რა უნდა ვიცოდეთ პიროტექნიკის გამოყენებისას - დღესასწაული სადარდებლად რომ არ გვექცეს

© Pixabay / Greyerbabyმაშხალა
მაშხალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი ექიმი გიორგი შაქარიშვილი საუბრობს პიროტექნიკის გამოყენებამდე ელემენტარული უსაფრთხოების წესების ცოდნასა და დამწვრობისას პირველად დახმარებაზე

ახალი წლის დღეებში აფეთქებების ხმა ქუჩებში უფრო და უფრო ხშირად ისმის - მატულობს პიროტექნიკის შეძენა და გამოყენებაც. ასაფეთქებლების გამოყენებით ძველ წელს ვაცილებთ და ახალს ვეგებებით. ძირითად შემთხვევაში ბავშვები პიროტექნიკას სათამაშოდ გამოიყენებენ და ხშირად შედეგი ფატალურია - სხვადასხვა დაზიანებები ზემო კიდურის არეში, მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა, დამწვრობა, ამპუტაცია...

უბედური შემთხვევები არ წყდება და ამიტომ კიდევ ერთხელ ვეცადოთ, ცოტათი მაინც დავიცვათ თავი. თუ პიროტექნიკის გამოყენებას აპირებთ, ელემენტარული უსაფრთხოების წესებზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია, რომ ახალი წლის დღესასწაული სადარდებლად არ გვექცეს.

ქირურგიული ოპერაცია - Sputnik საქართველო
ფრთხილად, პიროტექნიკა! ახალი წლის ღამით შვიდ ბავშვს ოპერაცია დასჭირდა

რას ნიშნავს ხარისხიანი და უხარისხო პიროტექნიკა?

ხარისხიანი პიროტექნიკა გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში, არ უნდა იყოს დარღვეული შენახვის პირობები.

- ხშირად წინა წელს დარჩენილი პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში საწყობში ინახება, ის სინოტივეს იძენს და გამოყენებისას სახიფათოა. დაზიანებული ტკაცუნა დაგვიანებით ფეთქდება და შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოიტანოს;

- გასართობ პიროტექნიკას აქვს შენახვის ვადა, დაახლოებით 2 წელი. ეს ვადებიც დაცული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი იგივე იქნება;

- ხარისხიან ნაწარმს აუცილებლად უნდა ეწეროს მოხმარების წესები. გარდა ამისა, არსებობს დენთის დოზის სტანდარტი, რაც დარღვეული არ უნდა იყოს.

გუგა ქაშიბაძე - Sputnik საქართველო
ქაშიბაძე: ვაფრთხილებ მოსახლეობას... პროტექნიკა ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს

საახალწლო პიროტექნის ფასები ადგილობრივ ბაზარზე 40-თეთრიდან 600 ლარამდე მერყეობს. ყველაზე ძვირი, როგორც წესი, დასადგამი ფოიერვერკებია. ერთჯერადი ასაფეთქებლები კი, რომლებიც ბავშვებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ერთი 60-ცალიან შეკვრა 40-50 თეთრი ღირს. აღსანიშნავია, რომ პროდუქციას ქართული ანოტაციაც მოყვება, სადაც მომხმარებელს შეუძლია გამოყენების წესებს გაეცნოს. თუმცა არის ასაფეთქებლები, რომლებიც ცალობით იყიდება, ასეთ შემთხვევაში კი მათი მოხმარების წესების გაცნობის შესაძლებლობა მომხმარებელს არ აქვს.

უამრავი და მძიმე ფაქტები ყოველწელს მეორდება. მეტი ყურადღება გვმართებს, როდესაც პატარებს ხელი მიუწვდებათ ასაფეთქებლებთან/პიროტექნიკასთან.

ფეიერვერკი - Sputnik საქართველო
ფრთილად იყავით! – დამწვრობის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

ხშირია შემთხვევები როდესაც დაშავებულებმა მხედველობა ნაწილობრივ დაკარგეს; შვილიშვილმა მძინარე ბაბუას პირში საახალწლო ასაფეთქებელი აუფეთქა, ბაბუა დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს; 7 წლის ბიჭმა ბათუმში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად თითები დაკარგა; 5 წლის ბიჭს მაშხალა ხელში აუფეთქდა; ორი ადამიანი დაშავდა გორში საახალწლო ფოიერვერკის ანთების დროს...

2020 წლის 1 იანვრის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, იაშვილის სახელობის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა. შვიდ მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და მკურნალობას განაგრძობენ. თითების ამპუტაცია დასჭირდა ერთ მცირეწლოვანს.

პირველადი დახმარება პიროტექნიკით გამოწვეული დამწვრობისას:

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
პეტარდების ომი დაიწყო: თბილისში ოთხი წლის ბავშვმა „ხლაპუშკით“ თვალი დაიზიანა

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მოვაცილოთ დამაზიანებელი ფაქტორი ანუ დამწვრობის მიზეზი. სანამ საავადმყოფოში მივალთ, პირველ რიგში აუცილებელია წვის შეჩერება. ამისათვის დამწვარი ადგილი რამდენიმე წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურის გამდინარე წყლით ჩამორეცხეთ. აუცილებლად მოვაშოროთ დაზიანებულ ადგილზე ტანსაცმელი, თუმცა, თუ დამწვრობის გამო ტანსაცმელი მიკრულია სხეულზე, ძალდატანებით არ უნდა მოვაშოროთ. დაუშვებელია რაიმე ე.წ. ხალხური მეთოდების გამოყენება. ნუ გამოიყენებთ კბილის პასტას, ზეთს, შარდს, მაწონს ან მალამოს.

დამწვრობა არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მხოლოდ კანის ლოკალური დაზიანება, რადგან ამ დროს უჯრედულ დონეზე ხდება ისეთი ნივთიერებების გამოყოფა და სისხლში გადასვლა, რაც ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე. შესაბამისად, დამწვრობა საბოლოოდ უნდა შეაფასოს ექიმმა და მკურნალობის ტაქტიკაც მან უნდა გვირჩიოს.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
პიროტექნიკით დაშავებული არასრულწლოვნების რიცხვი იზრდება

სისხლდენის კონტროლი შედგება ორი საფეხურისგან: პირდაპირი ზეწოლა ჭრილობაზე და ლახტი. პირველი და ყველაზე სწრაფად რაც უნდა გავაკეთოთ, არის პირდაპირი ძლიერი ზეწოლა სისხლმდენ ჭრილობაზე, და თუ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა, შემდეგ ლახტი ჭრილობის ზევით.

გახსოვდეთ! ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით პიროტექნიკის არასრულწლოვანისთვის მიყიდვა ფიზიკური პირისთვის ისჯება 100-ლარიანი, ხოლო იურიდიული პირისთვის - 200 ლარიანი ჯარიმით.

 

ყველა ახალი ამბავი
0