ქაშიბაძე: ვაფრთხილებ მოსახლეობას... პროტექნიკა ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს

© photo: Guga Kashibadze / FBგუგა ქაშიბაძე
გუგა ქაშიბაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას საახალწლო პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
ქაშიბაძე: ვაფრთხილებ მოსახლეობას... პროტექნიკა ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს
„ჩვენი მოსახლეობის მრავალჯერადი გაფრთხილებისა, მაინც საკმაოდ ხშირია პიროტექნკით დაზიანებული პაციენტები, განსაკუთრებით ბავშებში. დაახლოებით 60% შემთხვევებისა ბავშვებზე მოდის, ხოლო 40 - მოზრდილებზე. თითქმის ყველა შემთხვევა არის ელემენტარული უსაფრთხოების წესების დაუცველობა. ძალიან ხშირად ზიანდება მარჯვენა მტევანი, სახის არე, გულმკერდის არე. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ პროტექნიკა ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს“ - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანლის განმარტებით, თუ პიროტექნიკის გამოყენებას მოსახლეობა გადაწყვეტს, უსაფრთხოების ელემენტარული წესები აუცილებლად უნდა დაიცვას.

ყველა ახალი ამბავი
0