თუ მოულოდნელად დაგაკავეს...იცოდეთ თქვენი უფლებები

გამოწერა
ცხოვრება მოულოდნელობებითა და სიურპრიზებითაა სავსე და არავინაა დაზღვეული, ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში დააკავონ. ბევრმა არ იცის, როგორ მოიქცეს და რა უფლებები აქვს მას კონკრეტულ შემთხვევებში.

მოულოდნელი დაკავების დროს ხალხის უმრავლესობა იბნევა და არ იცის, რა გააკეთოს. მართლაც, ლოგიკურია, ყველა ადამიანი იურისტი არ არის და არც შესაბამისი იურიდიული განათლება აქვს, რომ სხვისგან დამოუკიდებლად შეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, მოგცეთ პირველადი რეკომენდაციები, რომლებიც დაკავებისას უნდა გაითვალისწინოთ.

გაითვალისწინეთ, პირის დაკავება შესაძლებელია სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ან მის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, პირის დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან:

ოფისის თანამშრომელი პოზიტიურ განწყობაზე - Sputnik საქართველო
თუ სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლეს... იცოდეთ თქვენი უფლებები

· ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა

· ამასთან, მიიმალება, ან არ გამოცხადდება სასამართლოში

· გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

· ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს

რაც შეეხება პირის დაკავებას სასამართლოს განჩინების გარეშე, შესაძლებელია, თუ:

· პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, ან ჩადენისთანავე

· პირი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა მისი დაკავების მიზნით

· პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი

· პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა ამოიცნო

· პირი შესაძლოა მიიმალოს

· პირი ძებნილია

საპატრულო პოლიცია მოქალაქეს აჯარიმებს - Sputnik საქართველო
თუ საპატრულო პოლიციამ დაგაჯარიმათ... იცოდეთ თქვენი უფლებები

ყურადღება მიაქციეთ აუცილებლად, ვინ გაკავებთ! კანონის მიხედვით, დაკავების უფლება აქვს გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, იცავს საზოგადოებრივი წესრიგს, აწარმოებს გამოძიებას, ან ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

უპირველეს ყოვლისა, რაც დაკავებისას უნდა მოითხოვოთ, არის სატელეფონო ზარის უფლება ახლობელთან, ოჯახის წევრთან, ან საუკეთესო შემთხვევაში, პირდაპირ ადვოკატთან.

დაიმახსოვრეთ ოქროს წესი! ადვოკატთან გასაუბრებამდე, აჯობებს, ისარგებლოთ თქვენთვის კანონით მონიჭებული უფლებამოსილებით და გამოიყენოთ დუმილის უფლება. არ დაიბრალოთ დანაშაული,  შეიკავეთ თავი კითხვებზე პასუხის გაცემისაგან, რადგან ყველაფერი, რასაც იტყვით, შესაძლებელია თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ სასამართლოში.

ასევე, გირჩევთ, დაკავებისას, ნებისმიერ შემთხვევაში, მოითხოვოთ უფასო სამედიცინო შემოწმება.

გაითვალისწინეთ, თუ დაკავებისას არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თქვენ გაქვთ იარაღი, ან  მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე საგანი და მის თავიდან მოშორებას, დაზიანებას ან  განადგურებას გეგმავთ, დამკავებელ პირს უფლება აქვს,  გაგჩხრიკოთ.  თუ პირად ჩხრეკას თან სდევს გაშიშვლება, იგი უნდა ჩაატაროს იმავე სქესის პირმა. ამ დროს დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა.

ბიჭებს ნებისმიერ ასაკში უხარია სათამაშო მანქანები - Sputnik საქართველო
თუ მიხვდით, რომ ქონება უღირსს აჩუქეთ – იცოდეთ თქვენი უფლებები

იცოდეთ, დაკავების მომენტიდან თქვენ უკვე ითვლებით ბრალდებულად. დაკავებისას თქვენ უნდა მოითხოვოთ, რომ თქვენთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ გაგაცნონ საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს თქვენ მიმართ დასაბუთებული ვარაუდი.

გაითვალისწინეთ:

· ბრალდების წარდგენისას, აუცილებლად უნდა გადმოგცენ დაკავების ოქმი. (დაკავების ოქმში აღნიშნული უნდა იყოს ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში, რის საფუძველზეა დაკავებული, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, რომელი დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული, მისი პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის ზუსტი დრო).  ოქმს ხელს აწერენ დამკავებელი, დაკავებული პირი და მისი ადვოკატი (მისი ყოფნის შემთხვევაში).

გაითვალისწინეთ! თუ დაკავებისას თქვენი უფლებები არ განგიმარტეს, ან არ გადმოგცეს დაკავების ოქმი, ან ის შედგენილი იყო არსებითი დარღვევებით, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გაგათავისუფლონ.

ტანსაცმლის მაღაზია - Sputnik საქართველო
თუ უხარისხო საქონელი იყიდეთ: იცოდეთ თქვენი უფლებები

· დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს

· დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა უნდა გადმოგცენ ბრალდების შესახებ დადგენილება

· თუ ამ ვადაში დადგენილება არ გადმოგეცათ, უფლება გაქვთ, დაუყოვნებლივ მოითხოვოთ გათავისუფლება.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

ყველა ახალი ამბავი
0