თუ მიხვდით, რომ ქონება უღირსს აჩუქეთ – იცოდეთ თქვენი უფლებები

CC BY 2.0 / Camille Charlemagne / Childhood memories - Girls play with cars tooბიჭებს ნებისმიერ ასაკში უხარია სათამაშო მანქანები
ბიჭებს ნებისმიერ ასაკში უხარია სათამაშო მანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ისეთ ადამიანურ საქციელსაც, როგორიც ჩუქებაა, კანონი არეგულირებს. „სამოქალაქო კოდექსი“ განსაზღვრავს, როდის იდება ჩუქების ხელშეკრულება, როდის არ შეგვიძლია რაიმეს გაჩუქება, ან შეგვიძლია თუ არა ნაჩუქარი ნივთის უკან გამოთხოვა და რა შემთხვევებში.

ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისთვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ უჩუქებიათ, ან თავად არ გაუჩუქებია რაიმე ნივთი. შესაბამისად, ყველამ ვიცით, რომ ჩუქება ერთი ადამიანის მიერ მეორესთვის რაიმეს უსასყიდლოდ გადაცემას ნიშნავს. 

სამართლებრივადაც სწორედ ეს არის ჩუქების ხელშეკრულება, როცა მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს პირს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
„შეცდომები მოსულა“, ნუ მოსთხოვთ სრულყოფილებას – როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი

გაითვალისწინეთ, თუ თქვენ ვინმეს მოძრავ ნივთს ჩუქნით, მაგალითად, მანქანას, ძვირფასეულობას და ა.შ., ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან. უძრავი ნივთის ჩუქებისას კი ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

საინტერესოა, რომ თუ ვინმეს საჩუქარს დაპირდით და ეს დაპირება წერილობითი ფორმით დადეთ, მაშინ კანონი ჩუქებას გავალდებულებთ.

არსებობს გარემოება, რა დროსაც კანონი გიკრძალავთ რაიმეს გაჩუქებას. მაგალითად, თქვენ უფლება არ გაქვთ გააჩუქოთ ისეთი ქონება, რომლის გაჩუქება საარსებო წყაროს გისპობთ თავად თქვენ ან თქვენს კმაყოფაზე მყოფ პირებს.

პოლიციელები პარლამენტთან - Sputnik საქართველო
როდის შეუძლია პოლიციას იარაღის გამოყენება

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ მიერ გაჩუქებულ ქონებას რაიმე ნაკლი აქვს და ამას ბოროტი განზრახვით დამალავთ, ვალდებული ხართ დასაჩუქრებულ პირს ამისგან მიყენებული ზარალი აუნაზღაუროთ.

რაიმე ნივთის ჩუქების დროს მხარეებს (მჩუქებელი და დასაჩუქრებული) შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის შესრულებაზე, ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მჩუქებელს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

რა შემთხვევაში გაუქმდება ჩუქება

თუ დასაჩუქრებული პირი მძიმე შეურაცხოფას მიაყენებს, ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ამ შემთხვევაში ჩუქება შეიძლება გაუქმდეს. ჩუქების გაუქმების შემთხვევაში მჩუქებელი გამოითხოვს გაჩუქებულ ქონებას.

გაითვალისწინეთ, რომ ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოებების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს (მძიმე შეურაცხყოფა, დიდი უმადურობა).

საინტერესოა, რომ კანონი არ აკონკრეტებს, რა ითვლება მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად. ამდენად, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კი, ახლო ნათესავად მიიჩნევა მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა და მეუღლე.

ვარშავა - Sputnik საქართველო
როგორ დავსაქმდეთ პოლონეთში: პრაქტიკული რჩევები

როდის გაქვთ უფლება, უკან გამოითხოვოთ გაჩუქებული ნივთი

თუ ნივთის გაჩუქების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდით და არ შეგიძლიათ საკუთარი თავის, ან თქვენ კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, უფლება გაქვთ დასაჩუქრებულს გაჩუქებული ნივთი უკან მოსთხოვოთ. აქ გასათვალისწინებელია, რომ გაჩუქებული ნივთი რეალურად უნდა არსებობდეს და მისი უკან დაბრუნება დასაჩუქრებულს მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენებს.

ასევე გაჩუქებულ ნივთს უკან ვერ გამოითხოვთ, თუ თავი მძიმე მდგომარეობაში განზრახ, ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდეთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0