21:27 21 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2445
  • 100 RUB4.3846
  • USD2.9275
კონდიციონერები

საშიში დაავადებები, რომლებსაც ყველა კონდიციონერი იწვევს - სპეციალისტი გვაფრთხილებს

© Sputnik / STRINGER
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
შოთა ნოზაძე
67531

მაშინ, როცა გარეთ 45 გრადუსი სიცხეა და სახლში ჩვენი საუკეთესო მეგობარი კონდიციონერია, ნამდვილად არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს სიამოვნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო იყოს.

კონდიციონერს ცხადია გამაგრილებელი ფუნქცია აქვს და დასიცხული ადამიანების მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს, მაგრამ ჩვენს მეგობარს უარყოფითი თვისებებიც გააჩნია - შეუძლია რიგი დაავადებების პროვოცირება.

კონდიცირებისას ხდება დეიონიზაცია, ანუ ჰაერის გამოშრობა. ირღვევა თერმორეგულაცია, გარემო იონებისგან იცლება, არადა, იონები ორგანიზმისთვის აუცილებელია. კონდიციონერი ყველაფერთან ერთად, ბაქტერიების გავრცელების წყაროა.

ჰაერის გამოშრობისა და დეიონიზაციის შედეგად ხმის ტემბრიც იცვლება. რეკომენდირებულია, რამდენიმე წუთით გამორთოთ, გაანიავოთ ოთახი, აღადგინოთ ტენიანობის ბალანსი და შემდგომ ისევ ჩართოთ, ვინაიდან ეს მოწყობილობა ჩვენთვის არა მტერი, არამედ მეგობარია.

ადამიანის ჯამრთელობა და შრომისუნარიანობა ბევრად დამოკიდებულია საცხოვრებელ და სამუშაო სათავსოში არსებულ მიკროკლიმატზე სადაც იგი დროის უმეტეს წილს ატარებს.

კონდიციონერის ფილტრი სულ მცირე სამ თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ. იმ შემთხვევაში თუ ის გამუდმებით მუშაობს, სასურველია ფილტრი თვეში ერთხელ მაინც გავასუფთაოთ განსაკუთრებით იქ, სადაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებია.

უამრავი ვიდეო გაკვეთილია, სადაც ნახავთ კონდიციონერის გასუფთავების ხერხებს, მაგრამ მას პროფესიონალური შემოწმება წელიწადში ერთხელ, ეფექტურობის ამაღლების მიზნით მაინც ესაჭიროება.

უსაფრთხოებასა და ფილტრებზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ვაჭარაძე გვესაუბრება.

„ხარისხიან კონდიციონერებს აქვთ ძალიან კარგი ბიო ფილტრები. ეს ის ფილტრებია, რომლებიც გვიცავს გარემოდან შემოტანილი, ჰაერში არსებული მიკროორგანიზმების, პათოლოგებისა და ვირუსებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ ვუფრთხილდებით ბიო ფილტრებს და არ ვახდენთ მათ პერიოდულ დამუშავებას, დიდი რისკია კონდიციონერის ეს ნაწილი იყოს ის რეზერვუარი, საიდანაც მოხდეს ამ ბაქტერიების ამოფრქვევა ჩვენს საცხოვრებელ სახლებში“ - აღნიშნა პროფესორმა.

თუ ერთხელ მაინც გინახავთ კონდიციონერის ფილტრი, ნახავდით, როგორი დაბინძურებულია. ეს კი ისეთ მწვავე რესპირატორულ დაავადებებს იწვევს, როგორიცაა გაციება, ვირუსული ინფექციები, ტრაქეიტი, ბრონქიტი, სინუსიტის, ფარინგიტი, შარდსასქესო სისტემების დაავდებები, საყრდენმამოძრავებელი და კუნთოვანი სისტემის დაავადებები, ნერვულ სისტემაზე გავრცელებული დაავადებები, ჰერპესი და ა.შ.

ხაზგასმით საშიშია ცენტრალური კონდიცირების შემთხვევა - ამ დროს ინფექციამ შეიძლება ერთი სივრციდან მეორეში გადაინაცვლოს, მეორედან მესამეში და ა.შ. ბიოფილტრების გაწმენდა-გარეცხვისას ბაქტერიების გავრცელების საფრთხე ნაკლებია.

ხშირია პნევმონიის რისკი. ერთ-ერთი საშიში პნევმონია „ლეგიონელას“ აგრესიული ბაქტერიისგან არის გამოწვეული, რომელიც ისეთი მწვავე რესპირატორული დაავადებების განვითარებას იწვევს, როგორიცაა ფილტვების ანთება. ეს უჯრედშიდა გავრცელების ატიპიური მიკრობია.

სიმპტომების გამოვლენისას, მიყრუება არ შეიძლება, მკურნალობისთვის პაციენტმა ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს. თუმცა თუ კონდიციონერს გონივრულად მოვიხმართ, ამ საფრთხეებს ავიცილებთ და ზაფხულის კარგი მეგობარიც გახდება ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის.

კონდიციონერები
© Sputnik / STRINGER
კონდიციონერები

რა საკვირველია კონდიციონერი დადებით როლს ასრულებს, მაგრამ ბავშვი არ უნდა იყოს კონდიციონერის ჭავლის ქვეშ. დღეს, ჩვენ ქვეყანაში საშუალება გვაქვს შევიძინოთ ე.წ ჭკვიანი კონდიციონერები, რომლებიც თვითონ ახდენენ დატენიანებას, ვიდეო თვალის მეშვეობით თავად ამცირებენ ჭავლის მიმართულებას.

ზაფხულში, გარემოსა და ოთახის ტემპერატურათა შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 4-5 გრადუსს, ანუ როდესაც გარემოს ტემპერატურა 35 გრადუსია, ოთახში 29-30 გრადუსი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია გადახურების ან გადაციების რისკი.

 

 

მთავარი თემები