როგორ აგვარებს განათლების სამინისტრო საგამოცდო ცენტრების გაგრილების პრობლემას

© courtesy of NAEC GeorgiaЕдиные национальные экзамены
Единые национальные экзамены - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონდიციონერების დასამონტაჟებლად სკოლებში ელექტრომომარაგების სიმძლავრეები უნდა გაიზარდოს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისის 103 და 175-ე და ზუგდიდის მეორე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრებში კონდინციონერების მონტაჟი მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ამ ეტაპზე სპეცსისტემები სამ სკოლაში მონტაჟდება. შერჩევის კრიტერიუმი ორია – ტემპერატურული რისკები და ის, რომ ყველა სკოლას არ აქვს საშუალება, ელექტრომამარაგების სიმძლავრეებით უზრუნველყოს ყველა ოთახში კონდიცირების სისტემის მუშაობა, შესაბამისად, ამ ეტაპზე ხდება დამონტაჟება იმ სკოლებში, სადაც ამის საშუალებაა“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე  თეიმურაზ მურღულიამ.

გამოცდების დაწყების წინ ცნობილი გახდა, რომ კონდიციონერები 33 საგამოცდო ცენტრიდან მხოლოდ ერთში იყო დამონტაჟებული.

საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
საგამოცდო ცენტრებში სიგრილე იქნება: განათლების სამინისტრო კონდიციონერებს შეიძენს

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, განათლების სამინისტრო რამდენიმე ასეული კონდიციონერის ჩამოტანას თურქეთიდან  გეგმავს,  ხოლო მანამდე კი საგამოცდო ცენტრებში  ჰაერის გამაგრილებელი ვენტილატორები დაიდგმება.

„დღეის მდგომარეობით, როგორც ამას საგარეო საქმეთა სამინისტრო და თურქი პარტნიორები გვეუბნებიან, 100 კონდიციონერი წამოსულია უკვე და მინიმუმ 400 რამდენიმე დღეში უნდა შემოვიდეს. პრემიერმა მხოლოდ 3 დღე მოგვცა, რათა ეს ყველაფერი მოგვარდეს. ამასთან, ყველგან არის წყლის დისპენსერები და ყველგან იქნება ვენტილატორები", — განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადებით,  საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების დამონტაჟება არის საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება და 26 ივლისამდე გასტანს.

30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა  ტემპერატურამ შეიძლება 40–43 გრადუსს, დასავლეთ საქართველოში კი 32–37 გრადუსს მიაღწიოს. ასეთი სიცხის გამო მისაღები გამოცდების ნაწილი გადაიდო, თუმცა,  ამ გადაწყვეტილებამ პრობლემა ვერ მოაგვარა.

ყველა ახალი ამბავი
0