საგამოცდო ცენტრებში სიგრილე იქნება: განათლების სამინისტრო კონდიციონერებს შეიძენს

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერმა სიცხემ საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეცვალა

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik.  ძლიერი სიცხის გამო გამოცდების ეროვნული ცენტრი სასწრაფო წესით კონდიციონერებს შეიძენს და  იმ შენობებში დაამონტაჟებს, სადაც  ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩატარდეს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ძლიერი სიცხის გამო შეიცვალა>>>

30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა  ტემპერატურამ შეიძლება 40–43 გრადუსს, დასავლეთ საქართველოში კი 32–37 გრადუსს მიაღწიოს. ასეთი სიცხის გამო მისაღები გამოცდების ნაწილი გადაიდო, თუმცა,  ამ გადაწყვეტილებამ პრობლემა ვერ მოაგვარა.

 „ჩვენ სასწრაფოდ, პირდაპირი შესყიდვის გზით შევიძენთ მობილურ ან მოძრავ კონდიციონერებს. პროექტი ორშაბათს დაიწყება, თუმცა, სავარაუდოდ, ჩვენ  ვერ მოვასწრებთ 22 საგამოცდო ცენტრის  800 სექტორში კონდიციონერების დაყენებას“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ ბრიფინგზე. 

ახალი ლურჯი ავტობუსები - Sputnik საქართველო
გამოცდები-2018: საგამოცდო ცენტრების მიმართულებით დამატებითი ავტობუსები დაინიშნა

აღნიშნული გადაყწვეტილება განათლების სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც გამოცდების დაწყების წინ ცნობილი გახდა, რომ კონდიციონერები 33 საგამოცდო ცენტრიდან მხოლოდ ერთში იყო დამონტაჟებული.

 „მინისტრს ინიციატივა ჰქონდა საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების დამონტაჟების, მაგრამ აღნიშნული პროექტი საპილოტო რეჟიმში წელს მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში დაიწყო, რადგანაც იქ ძალიან ცხელა“, – განაცხადა გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.

შექმნილმა ვითარებამ პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის უკმაყოფილება გამოიწვია.

 „ეს ძალზე ცუდია – მე ასე შევაფასებდი. მთავრობის სხდომაზე ჩვენ ვისაუბრეთ, სწრაფ რეჟიმში თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება. რასაკვირველია, ეს ის საკითხია, რომლის უკეთესად დაგეგმვა შეიძლებოდა“, – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება და 26 ივლისამდე გაგრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0