კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 6–12 მაისის პერიოდში

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს და გაიგეთ, სად იმალება წარმატებების გასაღები 6–12 მაისის პერიოდში და როგორ მოვიქცეთ, რომ პრობლემებს ავარიდოთ თავი.

ბედი – ეს შემთხვევითობა არ არის, არამედ ჩვენი მოქმედებებისა და ფიქრების შედეგია. ჰოროსკოპები იმითაა სასარგებლო, რომ ისინი ამ საქმეებისა და ფიქრების შედეგებზე გვაფრთხილებს და მათ შორის არჩევნის შესაძლებლობას გვაძლევს.

მავრიკი - Sputnik საქართველო
მაისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ბედის შეცვლა და კარმის გაწმენდა შესაძლებელია, მთავარია, ვიცოდეთ, როდის როგორ უნდა მოვიქცეთ. სამყაროს ჩვენთან დაკავშირებით თავისი გეგმები აქვს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი დამოკიდებულების შეცვლა. ამისთვის საკმარისია, რომ უფრო ხშირად მოვიქცეთ კარგად და ვიმოქმედოთ სასიკეთოდ.

ამ კვირაში გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი, შესაძლებელია პრობლემების წარმოქმნა. არის რისკი მოტყუების, შეცდომების, ფულადი დანაკარგების. ხასიათი, შესაძლოა, სკანდალური გახდეს, მოქმედებები – აგრესიული, ხოლო შედეგი – არაპროგნოზირებადი.

წაიკითხეთ აქ: 2019 წლის მაისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამასთან, რა თქმა უნდა, ამ კვირაში ყველაფერი ნეგატიურად არ ჩაივლის. კვირას, 5 მაისს ახალმთვარეობა იყო. როგორც ცნობილია, ახალმთვარეობის შემდგომი კვირა ხელსაყრელი პერიოდია წარმატებების მისაღწევად. მთვარე დიდ დროს კირჩხიბის თანავარსკვლავედში დაჰყოფს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების ურთიერთობები უფრო ღრმა, ემოციური, თბილი და სულიერი გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0