13:50 16 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
გოგონა სკვერში

2019 წლის მაისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

© Sputnik / Alexander Imedashvili
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (133)
2080120

ჰოროსკოპი დაგვეხმარება, გავარკვიოთ, თვის რომელ პერიოდში უნდა ვიყოთ უფრო აქტიური, როდის გადავჭრათ ყველაზე სერიოზული საკითხები და როდის შევუდგეთ ახალ საქმეებზე მუშაობას, როგორი იქნება პლანეტების განწყობა და როგორ იმოქმედებენ ისინი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე.

გაზაფხულის ბოლო თვის ასტროლოგიური პროგნოზი ყველას წაადგება, რადგან ამ პერიოდში ყოველთვის ხდება უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა.

გახსოვდეთ, რომ, რაც არ უნდა ნეგატიური იყოს პლანეტების ზემოქმედება, ადამიანის პოზიტიური, სწორი განწყობა ამას გაანეიტრალებს, სიტუაციას გამოასწორებს და წარმატებას მოიზიდავს.

მაისში მარსი კირჩხიბის თანავარსკვლავედში გადავა. მარსისა და კირჩხიბის სიმბიოზი პიროვნების ბნელ მხარეებს აღვიძებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამე ბოროტებასა და პირქუშ საქმეებთან გვაქვს საქმე, არამედ იმას, რომ საუბარია სულის საიდუმლოებებზე, ამოუცნობ ძალებზე. მაისში ცხოვრება რამდენადმე გართულდება, ზოდიაქოს ბევრი ნიშანი იქნება უკმაყოფილო, დაბნეული და მოუსვენარი.

ასევე მნიშვნელოვანი იქნება რეტროგრადული პლუტონი, რომელმაც უკუსვლა აპრილის ბოლოს დაიწყო და ოქტომბრამდე გააგრძელებს. პლუტონი რესურსების, გარდასახვის, განწმენდის პლანეტაა. იგი აღრმავებს ადამიანებში მიმდინარე ფსიქიკურ პროცესებს, აიძულებს ზედმეტის, დრომოჭმულისგან გათავისუფლებას. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ პლუტონი ამჟამად თხის რქის თანავარსკვლავედშია და ამ ნიშანს 2024 წელს დატოვებს. თხის რქაში მყოფი პლუტონი კი ადამიანებს აპოვნინებს საკუთარ გზას. ასევე უნდა ითქვას, რომ პლუტონს მსხვერპლი არ სჭირდება. ის, უბრალოდ, ანადგურებს და ამუშავებს იმას, რაც საჭირო არ არის, რათა აქედან შემდგომ ახალი, ჭეშმარტი ფასეულობა ამოიზარდოს.

სიყვარულის პლანეტა და 2019 წლის იდეალური პერიოდები ქორწინებისთვის>>

აქედან და სხვა მომენტებიდან გამომდინარე, ზოდიაქოს ნიშნებს მაისი საკმაოდ მრავალფეროვანი ელოდება.

თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (133)

მთავარი თემები