ახალმთვარეობა 5 მაისს: როგორ იმოქმედებს მთვარის „გადატვირთვა“ ზოდიაქოს ნიშნებზე

© photo: Sputnik / Sergey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიცა, მთვარე
ცა, მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალმთვარეობა ნებისმიერი თვის ერთ–ერთი ყველაზე უჩვეულო დღეა. ამ თვეში ეს 5 მაისია. ასტროლოგები გვირჩევენ, არ დავივიწყოთ იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეიძლება დღეს და რისი – არა.

თითოეული ახალმთვარეობა უნიკალურია. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ასტროლოგიურ სამყაროში, რომელიც ადამიანების ენერგეტიკას „გადატვირთავს“, გარდაქმნის. ახალმთვარეობა – ეს მძლავრი და საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი ენერგეტიკული ტალღებია.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

2019 წლის მაისში ახალმთვარეობა დადგა 5 მაისს– თბილისის დროით 02:47 საათზე დაიბადა ახალი მთვარე. მოვლენა კუროსა და პლუტონის ზემოქმედებით მიმდინარეობს.

მთვარე კუროს თანავარსკვლავედში ახალმთვარეობისას ყოველთვის კარგი ნიშანია. ამ შემთხვევაში გაგვიმართლებს, რადგან დედამიწის სტიქია კარგად ერწყმის მთვარის ენერგეტიკის გარდაქმნას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მთვარისა და პლუტონის ტრიგონს. ეს ასპექტი ახალმთვარეობას სტაბილურობას ანიჭებს. ასევე, ის კარგად მოქმედებს შემოქმედებით მუშაობაზე, კონფლიქტების მოგვარებაზე. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მოაგვაროთ ურთიერთობები იმ ადამიანთან, რომელმაც გაწყენინათ, ან რომელსაც თქვენ აწყენინეთ.

წაიკითხეთ აქ: პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>

5 მაისი კვირაა, ამიტომ ბევრისთვის პირველ ადგილზე დასვენება იდგება. განტვირთვაში დაგეხმარებათ განმარტოება, ან საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენება. წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ ფილმს, მოამზადეთ რამე გემრიელი საჭმელი, სახლსაც მიხედეთ და მსუბუქად დაალაგეთ. ასევე სასარგებლო იქნება ზომიერი ხარჯის გაწევა – რამის ყიდვა სახლისთვის ან გარდერობის განახლება, თუ ამას ფინანსური საშუალება იძლევა.

ყველა ახალი ამბავი
0