მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ხალხური საშუალებებით

გამოწერა
გთავაზობთ არტერიული წნევის დასაქვეითებლად სამკურნალო მცენარეების გამოყენების რამდენიმე რეცეპტსა და მიღების წესს.

ჰიპერტონიული დაავადების ძირითადი ნიშანია მაღალი არტერიული წნევა, რომელიც შინაგან ორგანოთა რაიმე ცნობილ დაავადებას არ უკავშირდება. ის აწუხებს მოზრდილი მოსახლეობის (განსაკუთრებით – 40 წელს ზევით) 10–20%–ს. მაღალი არტერიული წნევა აჩქარებს ათეროსკლეროზის განვითარებას და ამძიმებს მის მიმდინარეობას, იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს. ჰოპერტონიის ნებისმიერი მკურნალობა, ფაქტობრივად, დიეტით იწყება და ხშირად ეს საკმარისია წნევის კონტროლისთვის.

გართულებების დროს, მედიკამენტებთან ერთად, არტერიული წნევის დასარეგულირებლად შესაძლებელია სამკურნალო მცენარეებით მკურნალობაც, რომელიც საკმაოდ ეფექტურია.

იხილეთ სტატია: „არტერიული წნევა – ნორმალური დონე ასაკის მიხედვით და უეფექტურესი მეთოდი">>>

გთავაზობთ არტერიული წნევის დასაქვეითებლად სამკურნალო მცენარეების გამოყენების რამდენიმე რეცეპტსა და მიღების წესს:

• 1 სუფრის კოვზი კამის თესლი 1 ლიტრ წყალში ჩაყარეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააჩერეთ საღამოსა და ღამით. მიიღეთ დღეში სამჯერ 1 სუფრის კოვზი.

ფეიხოას ყვავილი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ფეიხოა

• შეურიეთ ერთმანეთში ოხრახუშისა და სტაფილოს წვენი შეფარდებით 1:3. მიიღეთ დღეში სამ–ოთხჯერ 1 სუფრის კოვზი.

• ერთ სავსე სუფრის კოვზ ვარდკაჭკაჭას ფესვს დაასხით ერთნახევარი ჭიქა ცივი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე, ადუღების შემდეგ ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 5 წუთი, შემდეგ გააჩერეთ სითბოში 4 საათი. დღეში მცირე ყლუპებით დალიეთ 1–1,5 ჭიქა. მკურნალობის ხანგრძლივობა 10–12 დღე.

• აიღეთ კალენდულას ყვავილედი – 40 გრამი, კატაბალახას ფესვები – 30 გრამი. 1 სუფრის კოვზ ნაზავს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

• გამოწურეთ ჭარხლის წვენი, გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათი და მიიღეთ ჭიქის მესამედი ჭამამდე 20–30 წუთით ადრე.

მინდვრის პიტნა - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. პიტნა

• 1 სუფრის კოვზ ასკილის ნაყოფს დაასხით 3 ჭიქა წყალი, აადუღეთ ორჯერ და გააჩერეთ ორთქლზე 3 საათი. გააცხელეთ და დალიეთ დღის განმავლობაში ჩაის სახით. ამ დროს ჯობს არ მიიღოთ ხორცეული.

• 2 სუფრის კოვზ შავი მოცხარის მშრალ ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე, გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მეოთხედი დღეში ოთხჯერ.

• 20 გრამ ხმელ დაქუცმაცებულ კუნელის ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 30 წუთი, გადაწურეთ და შეავსეთ წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

არტერიული წნევის დასაქვეითებლად ხალხურ მედიცინაში ასევე გამოიყენება ქრისტესისხლა, კოწახური, ხარისძირა, მანდარინის ქერქი, მარწყვი, ძახველი, ნიორი, დაფნა და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0