მკურნალობა ხალხური მეთოდებით. დაფნა

გამოწერა
დაფნა ამცირებს ორგანიზმში შაქრის დონეს, აქვეითებს მადას და ხსნის ტკივილს სახსრებში, ასევე ხსნის ტკივილს დაჟეჟილობის, ნაღრძობის, დამბლისა და დაჭიმულობისას; კარგი საშუალებაა ჭრილობის სწრაფად შეხორცებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ, არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით.

დაფნა (Laurus) – დაფნისებრთა ოჯახის მცენარეა. ის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან და მცირე აზიიდან გავრცელდა. დაფნა, უპირველესად, წარმატებასთან ასოცირდება. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ის ხელოვნების მფარველი ღმერთის აპოლონის აუცილებელი ატრიბუტი იყო, დაფნის ტოტი კი უკვდავების, ტრიუმფის, გამარჯვების სიმბოლოა.

სიტყვა დაფნიდან – Laurus – მომდინარეობს „ლაურეატი“ და პირდაპირი მნიშვნელობით „დაფნისგვირგვინოსანს“ ნიშნავს.

დაფნის ფოთოლი სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენება. ის ეფექტური სამკურნალო მცენარეა მაღალი არტერიული წნევის დროს, ხსნის სპაზმებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, შველის გაცივებისას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, კანის მდგომარეობას, გამოდევნის სახსრებიდან მარილებს. დაფნა ამცირებს ორგანიზმში შაქრის დონეს, აქვეითებს მადას და ხსნის ტკივილს სახსრებში, ასევე ხსნის ტკივილს დაჟეჟილობის, ნაღრძობის, დამბლისა და დაჭიმულობისას; კარგი საშუალებაა ჭრილობის სწრაფად შეხორცებისთვის.

დაფნა პირიდან არასასიამოვნო სუნის გაქრობაში ეხმარება, ამისთვის დღეში რამდენჯერმე უნდა დაღეჭოთ დაფნის ფოთოლი.

მინდვრის პიტნა - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. პიტნა

თუ ბავშვს დაძინება უჭირს, დაფნის ფოთოლი ვალერიანის ფესვებზე ნაკლებად არ მოქმედებს — შეგიძლიათ დაფნის ფოთოლი ბალიშში ჩაუდოთ. ეს დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.

დაფნის ფოთლის ნაყენი გამოიყენება ფეხის უსიამოვნო სუნისა და ოფლიანობის მოსაცილებლად.

დაფნა კარგი შაქრის დამწევი საშუალებაა დიაბეტის დროს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი რევმატოიდული ართრიტისას, არის ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმულირებელი საშუალება სხვადასხვა ავადმყოფობის დროს.

გასათვალისწინებელია, რომ დაფნის ფოთლის ნაყენი ორგანიზმიდან მარილების გამოდევნის ისეთი ძლიერი საშუალებაა, რომ, შესაძლოა, თირკმელ-კენჭოვანი დაავადების გამწვავება გამოიწვიოს, რადგან მარილთან ერთად კენჭებიც გამოდევნოს.

ასევე, დაფნის ფოთლებით ორგანიზმის გაწმენდა არარეკომენდებულია კუჭის წყლულით დაავადებულებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0