საინტერესო კვლევები ყველთან დაკავშირებით – მეცნიერთა ექსპერიმენტების შედეგები

გამოწერა
საკვებ პროდუქტებს შორის ყველაზე ხშირია ყველის ქურდობა – როგორც გამოკვლევამ აჩვენა, ყველის 4% იკარგება – მას იპარავენ. გეგულებათ ოჯახი, სადაც ყველი არ უყვართ ან მის გარეშე თუნდაც რამდენიმე დღე გაძლებენ?

მეცნიერები სხვა მრავალ საკვებთან ერთად ყველსაც იკვლევენ. ისინი ამ პროდუქტის ახალ სასარგებლო თვისებებზე საუბრობენ.

საკვების მომზადება - Sputnik საქართველო
შიმშილობის პლუსები და მინუსები

ყველი და ქოლესტერინი

ყველი ცხიმიანი პროდუქტია (საშუალოდ 45-50% ცხიმი მშრალ ნივთიერებაში) და მასში კიდევ ბევრი გაჯერებული ცხიმია. მრავალი ათწლეულის განმავლობაში მედიკოსები და მეცნიერები ცხიმიან პროდუქტებს ებრძოდნენ, ხოლო ყველის ცხიმიანობას სისხლში ქოლესტერინის დონის ზრდას უკავშირებდნენ. ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა კი გულის დაავადებების რისკთან არის დაკავშირებული. ბრალდებული" ცხიმიანი პროდუქტები და მათ შორის, ყველი, მხოლოდ ბოლო ხანებში გაამართლეს".

მეცნიერებმა გააანალიზეს ბოლო 35 წლის განმავლობაში ჩატარებული 29 კოჰორტული გამოკვლევის (გამოკვლევა, რომელიც ეყრდნობა მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის, მაგალითად, გარკვეულ წელში დაბადებულთა, სხვადასხვა დროს ჩატარებულ განმეორებად გამოკითხვას) მონაცემების მეტაანალიზი (რისამე ანალიზის გაკეთება ხელახლა, გადაანალიზება"). კავშირი რძის პროდუქტების, მათ შორის ყველის გამოყენებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკს შორის მათ ვერ დაადგინეს. თუმცა, თუ ქოლესტერინის დონე უკვე მაღალია ან არის დიაგნოზი ათეროსკლეროზი", ექიმები რაციონიდან 30%-ზე მეტი ცხიმიანობის ყველის ამოღებას ურჩევენ.

საკვები - Sputnik საქართველო
დაიცავით კვების წესები - ჭამეთ იმისთვის, რომ იცხოვროთ და არა პირიქით

ყველი და კიბო

ყველით კიბოს მკურნალობა ჯერ არ უცდიათ, მაგრამ ცდები, რომ გაირკვეს, იწვევს თუ არა ყველი კიბოს უჯრედების ზრდას, რეგულარულად ტარდება. შესაძლოა, ნაკლები რაოდენობით ყველის მიღება ღირს მათთვის, ვისაც ცუდი" მემკვიდრეობა აქვს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის თვალსაზრისით. მეცნიერებმა Roswell Park Cancer Institute-იდან (აშშ) გააანალიზეს მონაცემები — 2 ათასი ქალის დიაგნოზით სარძევე ჯირკვლის კიბო" და 1200 ჯანმრთელი ქალის, რომლებიც აფიქსირებდნენ, რა სახის და რამდენი რძის პროდუქტი მიიღეს. როგორც გამოირკვა, რძის პროდუქტების რეგულარული მიღება, მთლიანობაში, კიბოს რისკს 15%-ით ამცირებს (აქ პირველ ადგილზე გავიდა იოგურტი), ხოლო ყველი დაავადების განვითარების რისკს 53%-ით ზრდის.

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის (University of North Carolina) მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველი საშიშია მამაკაცებისთვისაც — გაჯერებული ცხიმებით სავსე პროდუქტი აგრესიული ფორმის პროსტატის კიბოს განვითარების რისკს ზრდის: გამოკვლევაში მონაწილეობდა 1854 მამაკაცი, რომელთაც პროსტატის კიბო ჰქონდათ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნამდვილად მცირე რაოდენობაა იმისთვის, რომ ამ კვლევის შედეგები ჭეშმარიტებად მივიღოთ. 

ხილ-ბოსტნეული - Sputnik საქართველო
გენმოდიფიცირებული პროდუქტები – საშიშია თუ არა ისინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

ყველი და დეპრესია

სოციალურ ქსელში ძალზე პოპულარულია სტატიები იმის შესახებ, რომ ყველი საუკეთესო ანტიდეპრესანტია. მასში აღმოაჩინეს სიხარულისა და ბედნიერების ჰორმონი.

შეიძლება თუ არა დეპრესია ყველით განიკურნოა, ამის შესახებ მოსკოვის ღია კლინიკის" ექიმი-ფსიქიატრი იგორ იუროვი აცხადებს: ყველში არის ტრიპტოფანი — ნეირომედიატორ სეროტონინის წინამორბედი, რომელიც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გადაცემას იმ ზონებში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ემოციურ მდგომარეობაზე — შინაგანი კომფორტის გრძნობა, ტკივილის მგრძნობელობის ზღვარი და საგანგაშო რეაგირება; როდესაც კლინიკურად გამოხატული საგანგაშო ან დეპრესიული დარღვევა ვითარდება, დამნაშავეა არა სეროტონინის ნაკლებობა, არამედ ნეირონულ ქსელებში ფაქიზი ბიოქიმიური პროცესების ცვლის დარღვევა. პაციენტის მდგომარეობა არ შეიცვლება, მას რომ სულ ყველი ვაჭამოთ ან სუფთა სახით მივცეთ ტრიპტოფანი.

ყველი და ძვლები

ასაკთან ერთად იზრდება ოსტეოპოროზის რისკი. ქალების ძვლების მასა შედარებით დაბალია, ამასთან, კალციუმის მარაგი ნაწილი ორსულობისას ბავშვის ძვლების სისტემის ჩამოყალიბებაზე იხარჯება, ამიტომ ქალის რაციონში ყოველდღე უნდა შედიოდეს კალციუმით მდიდარი რძის პროდუქტები, განსაკუთრებით ხაჭო და ყველი. ასაკთან ერთად სასურველია რძის პროდუქტების ნორმის გაზრდა 2-3-ჯერ. ხანში შესულმა ადამიანებმა, რძის პროდუქტების გაზრდის სურვილის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს.

ღვინის ნაირსახეობები - Sputnik საქართველო
თუ დიდხანს სიცოცხლე გინდა – დალიე

ყველი და სიცოცხლის ხანგრძლივობა

კორეელმა მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ყველი სიცოცხლის ხანგრძლივობას არ ამოკლებს, სხვა მეცნიერებმა კი — რომ, შესაძლოა, ახანგრძლივებს კიდეც. თან არა ყველანაირი ყველი, არამედ შვეიცარიული — ნასვრეტებიანი. მიზეზი — პრობიოტიკების მაღალი შემცველობა. სეულის უნივერსიტეტის გუნდის კვლევებმა აჩვენა, რომ ყველის ფერმენტაციაში მონაწილე ბაქტერიები ამცირებს ანთებით პროცესს და აძლიერებს იმუნიტეტს, ასევე „ნიღბავს" დაბერების ნიშნებს. კვლევა მატლებზე ჩატარდა, მაგრამ ავტორები აცხადებენ, რომ მექანიზმების გამოყენება შეიძლება სხვა სახეობებზეც, ასევე ადამიანებზე.

ზოგადად, გაითვალისწინეთ: ყველის მიღება იზღუდება კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადების დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების, ჰეპატიტის, ქოლესტატის სინდრომისა და სხვა დროს. სიმსუქნისა და ტიპი ორი დიაბეტის დროს არ შეიძლება 30%-ზე მეტი ცხიმიანობის მქონე ყველის მიღება.

საქსოფონი - Sputnik საქართველო
რა კავშირშია ვიოლინო, ორგანი და საყვირი ჩვენს ჯანმრთელობასთან

ასევე, მარილიანი ყველის ჭამას არ ურჩევენ არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების დროს, თირკმელების დაავადებებისას მარილისა და ცილების გამო ყველის მიღება საერთოდ იკრძალება.

ერთი რამ ნამდვილად ცხადია — ზომიერება ყველაფერში უნდა დავიცვათ. 

ცნობისთვის: არსებობს ყველის ასეულობით სახეობა, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება. საქართველოში ოფიციალურად ყველის 14 სახეობაა დარეგისტრირებული: დამბალხაჭო, ჩოგი, ტენილი ყველი, კალტი, კობი, აჭარული ჩეჩილი, მესხური ჩეჩილი, სულგუნი, მეგრული სულგუნი, სვანური სულგუნი, გუდის ყველი, თუშური გუდა, იმერული და ქართული.

იხილეთ ასევე სტატია: ტენილი, ჩოგი, კალტი… რვა ათასი წლის ისტორია და ჭაჭაში დამალული ყველი">>>

ერთი საინტერესო ფაქტიც: საკვებ პროდუქტებს შორის ყველაზე ხშირია ყველის ქურდობა – როგორც გაერთიანებული სამეფოს საცალო ვაჭრობის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, ყველის 4% იკარგება – მას იპარავენ. წარმოგიდგენიათ ოჯახი, სადაც ყველი არ უყვართ ან მის გარეშე თუნდაც რამდენიმე დღე გაძლებენ?

 

ყველა ახალი ამბავი
0