თუ დიდხანს სიცოცხლე გინდა – დალიე

© Courtesy by Soso Karaulashviliღვინის ნაირსახეობები
ღვინის ნაირსახეობები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ალკოჰოლური სასმელების ზომიერი მიღება სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.

აშშ-ის ტექსასის შტატის ოსტინის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და მივიდა დასკვნამდე, რომ ალკოჰოლური სასმელები სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მოქმედებს.

მეცნიერები ფსიქოლოგ კარლ ჰოლაგანის ხელმძღვანელობით 20 წლის განმავლობაში ატარებდნენ კვლევებს, რომლებშიც 55-65 წლის ასაკში მყოფი 1800-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ექსპერიმენტის მონაწილეები პირობითად სამ ჯგუფად იყვნენ დაყოფილი: ალკოჰოლიზმით დაავადებულები, ალკოჰოლის ზომიერი მომხმარებლები და ისინი, ვინც საერთოდ არ სვამს ალკოჰოლურ სასმელებს.

შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც საერთოდ არ იღებენ სპირტიან სასმელებს, ყველაზე ნაკლებს ცოცხლობენ — „ფხიზლების“ 69% 65 წლამდე კვდება. ალკოჰოლიკებს შორის ასეთი 60%-ია, ხოლო ზომიერ მსმელებს შორის — 41%.

მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ალკოჰოლურ სასმელებზე მკვეთრი და სრული უარი ალკოჰოლიზმზე უფრო საშიშია.

ყველა ახალი ამბავი
0