23:33 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები -2018 (202)
208940

წყლის კაკალს, თავისი სილამაზისა და იდუმალი ფორმის გამო, ამჟამად ძირითადად მხოლოდ სხვადასხვა დეკორის დასამზადებლად იყენებენ. მისი სამკურნალო თვისებები დღესდღეობით, სამწუხაროდ, მხოლოდ იაპონიაში, ინდოეთში, ტიბეტსა და ჩინეთშია დაფასებული.

წყლის კაკალი (ლათინურად Trapa, წყლისკაკლისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარი), იგივე ჭუღუმბური, ოხოხია (სამეგრელოში), ბალახწაბლა – წყალში მზარდი ერთწლოვანი ბალახია. გვხვდება 30-მდე სახეობა, აქედან საქართველოში (მხოლოდ კოლხეთის დაბლობზე) ორი სახეობა იზრდება. ნაყოფი იჭმევა ნედლიც და მოხარშულიც. გემოთი მოხარშულ წაბლს ჰგავს. მისგან ასევე ამზადებენ ფქვილს და აცხობენ პურს, ასევე ამზადებენ სხვადასხვა საკვებსა და ტკბილეულს.

კოლხური წყლის კაკალი მარტო საქართველოში გავრცელებული ენდემური მცენარეა. მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. ამის ერთ-ერთი მიზეზი XX საუკუნეში კოლხეთის დაბლობზე ჭაობების მასობრივად დაშრობაა. კოლხური წყლის კაკალი კავკასიის მცენარეთა წითელ ნუსხაშია შეტანილი.

უწინ წყლის კაკალს, გარდა სამკურნალო დანიშნულებისა, ასევე ჰქონდა თილისმის დანიშნულება – მიიჩნევდნენ, რომ მას მოაქვს წარმატება, ბედნიერება და იცავს ავი თვალისგან.

წყლის კაკალს, თავისი სილამაზისა და იდუმალი ფორმის გამო, ამჟამად ძირითადად სხვადასხვა დეკორის დასამზადებლად იყენებენ, სამწუხაროდ, მისი სამკურნალო თვისებები ახლა იშვიათადღა გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მისი სამკურნალო დანიშნულებით გამოყენება ჩვენ დროში განსაკუთრებით შენარჩუნებულია იაპონიაში, ინდოეთში, ტიბეტსა და ჩინეთში.

სასარგებლოა წყლის კაკლის ყველა ნაწილი: მარცვალი, ნაყოფი, ფოთოლი, ყვავილი; მაგრამ ყველაზე სასარგებლო თვითონ კაკალია.

წყლის კაკალი
წყლის კაკალი

100 გრამი წყლის კაკლის საკვები ღირებულება:

• ცილები – 12,0 გრამი

• ცხიმები – 3,5 გრამი

• ნახშირწყლები – 55,3 გრამი

• წყალი – 10,3 გრამი

• ნაცარი – 2,5 გრამი 

წყლის კაკალი
წყლის კაკალი

მცენარე მდიდარია ქიმიური შემადგენლობით, ის წარმოდგენილია სხვადასხვა მინერალური ნივთიერებით:

• ქლორი – 0,5 მილიგრამი

• კალციუმი – 0,5 მილიგრამი

• მაგნიუმი – 12,1 მილიგრამი

• მანგანუმი – 0,2 მილიგრამი

• რკინა – 0,35 მილიგრამი

• ფოსფორი – 39,3 მილიგრამი

წყლის კაკალი ასევე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ფლავონოიდებს, აზოტისებრ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებსა და სხვა ელემენტებს. კაკლის გული დაახლოებით 50% სახამებელს შეიცავს.

აღმოსავლეთის ქვეყნებში წყლის კაკალს იყენებენ თირკმელების დაავადებებისას, დისპეპსიის (საჭმლის მონელების დარღვევა), დიზენტერიის, იმპოტენციის სამკურნალოდ. ადამიანები, რომლებიც ამ მცენარეს მუდმივად იყენებენ საკვებად, პრაქტიკულად არ ავადდებიან გრიპითა და სეზონური დაავადებებით. ეს კი იმიტომ ხდება, რომ წყლის კაკალს მკვეთრად გამოხატული ანტივირუსული და მატონიზირებული მოქმედება ახასიათებს. მისგან დამზადებული ნაყენი ადამიანს ეხმარება მძიმე ოპერაციების შემდეგ ორგანიზმის აღდგენაში, რადგან ის ამაღლებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს სწრაფად გამოჯანმრთელებას.

ამ მცენარისგან მიღებული წვენი კარგი საშუალებაა გონორეის, სხვადასხვა წარმომავლობის სიმსივნეების სამკურნალოდ.

წყლის კაკალს იყენებენ, როგორ ნაღვლ და შარდმდენ საშუალებას. ის აქრობს სპაზმებს და ამშვიდებს ნერვებს; დადებით შედეგს იძლევა სტრესების შემდეგ. მის წვენს ხშირად იყენებენ თვალების დაავადებებისას, ასევე უსვამენ მას მწერებისა და გველის ნაკბენზე. ასევე გამოიყენება ჩირქოვანი ანგინების დროს. 

წყლის კაკლის მინდვრები ტაივანში
წყლის კაკლის მინდვრები ტაივანში

წყლის კაკალს იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც – მისი ნაყენით წმენდენ, რაც ხელს უწყობს გამონაყარისა და ანთებითი პროცესების ალაგმვას. ამ მცენარისგან იღებენ ნივთიერება ტრაპაზიდს, რომელიც ხელს უწყობს ეპიდერმისის ყველა ფენის გამტკიცებას და შედის ათეროსკლეროზის სამკურნალო პრეპარატებში.

წყლის კაკლის მშრალ დაქუცამცებულ ფოთლებს იყენებენ ანტისეპტიკური დანიშნულებით. მას იდებენ ჭრილობებსა და დაზიანებულ ადგილებზე.

ხალხურ მედიცინაში წყლის კაკალს იყენებენ ნახარშის, ნაყენის, გამომშრალი სახით, ფოთლებისგან და ღეროებისგან იღებენ წვენს.

წყლის კაკლის ნაყენის დამზადების წესი: აიღეთ მცენარის 20 გრამი ფოთლები და ყვავილები. დაასხით 200 გრამი ცხელი წყალი. დატოვეთ წყლის აბაზანაზე 15 წუთი. შემდეგ გააგრილეთ დაახლოებით 30–45 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მესამედი სამჯერ დღეში, ჭამის წინ.

თვალის დაავადებების დროს გამოწურეთ მცენარის წვენი და გააზავეთ ანადუღარ ცივ წყალში შეფარდებით 1:10. გამოიყენეთ წვენი 30–40 წვეთი დღეში 3–4–ჯერ ჭამის წინ.

პოტენციის ასამაღლებლად სადილის დროს უნდა მიიღოთ 1–2 ნედლი კაკალი ერთი თვის განმავლობაში.

წყლის კაკალს უკუჩვენებები არა აქვს. მისი გამოყენება არ შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალური აუტანლობის დროს.

თემები:
სასარგებლო რჩევები -2018 (202)

მთავარი თემები