ფეტფობია და ფეტფობერები – „დამნაშავე" მსუქანი ადამიანები

© FL/ thematthewknotრეაქცია
რეაქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსუქანი ადამიანების შიში – სოციალური ზეწოლა და უარყოფა, განდევნა. შიში ადამიანებისა და გარკვეული სოციალური იზოლაცია – ფეტფობია.

სოციალური აგრესიის იდეამ მსუქან ადამიანებზე თავის პიკს მიაღწია ზღაპრების ეპოქაში საყოველთაო თანასწორობაზე სახელწოდებით „თავად ხარ ცხოვრების ბატონ–პატრონი და შეგიძლია ყველაფერს მიაღწიო ნებისმიერ ასაკში". ამ ზღაპრის მეორე მხარე კი ასე ჟღერს: „თუ ხარ წარუმატებელი, ულამაზო, ცოტას გამოიმუშავებ, არ იწონი იმდენს, რამდენიც საჭიროა, ეს მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია".

ზედმეტი წონის შიში მშვენივრად თავსდება თანასწორობის იდეაში – როგორც არ უნდა გვინდოდეს გვჯეროდეს სხეულზე კონტროლის უნარის ილუზიისა, ზედმეტი კილოების „საშინელება" შეიძლება თითოეულ ჩვენგანს დაემართოს ასაკის, რასის, გენეტიკის ან პირადი დამსახურებით. ამ შიშისგან თავდასაცავად აღმართული გვაქვს „წესების" კედლები, განსაკუთრებით კვებისა და ფიზიკური აქტივობის მხრივ.

კილოგრამებზე მუდმივი შფოთვა საბოლოოდ ზედმეტ ჭამასა და წონის მატებას იწვევს - Sputnik საქართველო
დიეტა - სტრესი თუ ჭამაზე უარის თქმა

ფსიქიკურ მდგომარეობას, რომლის დროს ადამიანი განიცდის შიშს მსუქანი ადამიანების დანახვისას, ამასთან, მათ მიმართ ზიზღს გრძნობს, ფეტფობია ეწოდება, ასეთ ადამიანებს კი – ფეტფობები.

ფეტფობია ასევე არის ნეგატიური სტერეოტიპიზაცია ჭარბწონიანი ადამიანებისა. ფეტფობიის გამოვლენის განსაკუთრებული ნიშანია მსუქანი ადამიანის „დამოძღვრა", რომელიც გარკვეულწილად არ არის მოკლებული ფილოსოფიასა და მორალფაგური (moralfag, მორალის „ფანატიკოსი" ნეგატიური კონტექსტით) ურთიერთობების მანერებს. სწორედ ამით გამოირჩევიან ფეტფობები ძირითად მასაში, რადაც არ უნდა მიიჩნევდნენ თავს.

ჭარბწონიანი ადამიანებისგან ელოდებიან და მოითხოვენ კიდეც ცვლილებებს. ეს განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება ახლობელი ადამიანებისგან, მათ შორის ხუმრობის ფორმითაც.

რაში ადანაშაულებენ ყველაზე ხშირად მსუქან ადამიანებს და რას ელოდებიან მათგან თანამედროვე საზოგადოებაში, ანუ ფეტფობერები მიიჩნევენ:

– დაბალი სოციალური აქტივობა. მსუქნები სადმე კუთხეში უნდა მიიყუჟონ და ჩუმად ისხდნენ, ხოლო ადამიანების გარემოცვაში ნაკლებად მიიპყრონ ყურადღება.

– მსუქნებს არა აქვთ პირადი ცხოვრება. მსუქნები მარტოობისთვის არიან განწირული – კიდევ ერთი კლიშე, რომელიც ფეტფობერებს ახასიათებთ.

– ჭარბწონიანებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. დიაბეტი, ვარიკოზი, ქრონიკული გულის უკმარისობა, სახსრების პრობლემები – სწორედ ეს დაავადებების ნაკრები და ასევე ანალოგიური დაავადებები აწუხებთ მსუქნებს. ჭარბწონიანები აუცილებლად რაღაცით არიან დაავადებული, თუ ახლა არა, მომავალში მაინც დაავადდებიან – ასეთია ფეტფობიის ფილოსოფია.

ჰორმონების დონის მოწესრიგებაში სპორტი და დასვენება დაგეხმარებათ - Sputnik საქართველო
„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

– მსუქნები იტანჯებიან და დაკომპლექსებული არიან. სხვაგვარად როგორ იქნება? მსუქნები უბედური უნდა იყვნენ, უნდა რცხვენოდეთ საკუთარი თავისა და სხეულისა. რა თქმა უნდა, მათ შეიძლება უარყონ თავისი ტანჯვა, მაგრამ ფეტფობერებმა უკეთ და ბევრი იციან.

– მსუქნები არ მისდევენ სპორტს. მათთვის კრედოა მინიმალური ფიზიკური აქტივობა. მათთვის სპორტი რა არის, უცნობია, ცეკვა საერთოდ უნდა დაივიწყონ. რატომ? მათ უჭირთ სწრაფად მოძრაობა, მათ გაცნობიერებული აქვთ, რა საშინლად გამოიყურებიან სხვების თვალში.

– მსუქნები – დაბალი სოციალური სტატუსია. ისინი იდეალურად ესადაგებიან კლიშე–ფორმას „რატომაა ღარიბი? იმიტომ, რომ მსუქანია", „რატომაა მსუქანი? იმიტომ, რომ ღარიბია".

– მსუქნებს უზარმაზარი პრობლემა აქვთ საჭმლის მონელების სისტემის მხრივ – ეს ყველაზე გავრცელებული იარლიყია ფეტფობერების მხრიდან.

ფეტფობიის მსხვერპლი კი მართლა იტანჯება – გაურბის საზოგადოებაში გამოჩენას, ექიმთან მისვლას, რადგან ის ეტყვის, რომ მის პრობლემაში „დამნაშავე" მისი წონაა, ტანჯვაა მისთვის საცურაო კოსტიუმით გასვლა პლაჟზე ან აუზში, რადგან მას დასცინიან, ტანჯვაა ტანსაცმლის შერჩევა – მოგეხსენებათ, რატომაც, ტანჯვაა უბრალოდ ქუჩაში გასვლაც კი…

უნდა ვაღიაროთ, რომ ფეტფობია უფრო ფეტფობერის პრობლემაა, ვიდრე ჭარბწონიანი ადამიანისა. შეიძლება ითქვას, რომ ფეტფობია თავისებურად არა მარტო მსუქანი ადამიანების მიმართ ცუდი დამოკიდებულებაა, არამედ ფეტფობერის შიში, რომ თვითონაც შეიძლება გასუქდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0