პათოლოგიური ჯაჭვი: ნაცემი მშობლები, ნაცემი შვილები...

გამოწერა
მოზრდილთა ახლანდელი თაობა – ნაცემი ბავშვების თაობაა, ამიტომ ისინი ახლა უკვე საკუთარი ბავშვების ცემას განაგრძობენ. ამ პათოლოგიური ჯაჭვის გაწყვეტა მხოლოდ მკაცრი ზომებით შეიძლება: მშობელი, რომელიც შვილზე ხელს აღმართავს, ციხეში უნდა გაამწესონ.

რას ფიქრობს ბავშვის აღზრდის საკითხებზე ცნობილი ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი.

როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, რომ უფრო ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ? ამაზე პასუხი ერთია — საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ. ბედნიერ მოზრდილს თითქმის ყოველთვის ბედნიერი შვილი ჰყავს. ხოლო ვინც ნევროზებით შეპყრობილ მშობლებთან იზრდება, მისი მომავალი — ეს ლატარიაა.

ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი - Sputnik საქართველო
დედობა, როგორც "გმირობა", შვილი – "სამახსოვროდ"...

აღზრდასთან ფიზიკურ ძალადობას საერთო არაფერი აქვს. მთელ მსოფლიოში ეს სისხლის სამართლით ისჯება და მას არ განიხილავენ, როგორც "ფიზიკური მეთოდებით აღზრდას".

სამყარო შეიცვალა. ძალიან ბევრი ქვეყანა უბრალოდ ცხოვრობს და ტკბება ამ ცხოვრებით. იქ ბავშვებს არ სცემენ, არ უყვირიან, იღებენ ისეთებად, როგორიც არიან; იქ ეკითხებიან ბავშვს, რას სურს, მას ანგარიშს უწევენ. და იზრდებიან არადაშინებული, ცხოვრებით კმაყოფილი მთელი თაობები.

და რა ხდება იმ მშობლის თავში, რომელიც ბავშვს სცემს? ფსიქოპათოლოგია. ესენი არიან ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანები, რომელთაც აქვთ პათოლოგიური აგრესია, მრისხანების შეტევები და ისინი საკუთარ თავს ვერ აკონტროლებენ.

აგრესიის ობიექტად ისინი ბავშვებს იმიტომ არჩევენ, რომ მათი მორევა ადვილია, ბავშვებს არ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა. ისინი შვილებზე ანთხევენ თავის ცხოვრებით უკმაყოფილებას, თავის აგრესიას.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ტოქსიკური მშობლები, ანუ „ჩემთან ყოველთვის ვალში იქნები“

ასეთი დედები და მამები ისეთი ყოფილი ბავშვები არიან, რომლებზეც ბავშვობაში ძალადობდნენ.

იერუსალიმში ასეთი ამბავი მოხდა: შვიდი-რვა წლის გოგონა რელიგიურ უბანში შევიდა. რელიგიური ფანატიკოსების აზრით, მას არასწორად ეცვა. ერთმა რაბინმა მას შეაფურთხა. არ უცემია — შეაფურთხა. მეორე დღეს დემონსტრაციაზე ნახევარი მილიონი ადამიანი გამოვიდა — ამდენი ცხოვრობს ამ ქალაქში — მთელი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ადამიანებმა ეს ამბავი შეაფასეს, როგორც ბავშვზე ძალადობა. კიდევ ერთხელ — რაბინმა შეაფურთხა, ხელი არ დაუკარებია.

სამ წლამდე ბავშვები უფროსებს კრიტიკულად არ აღიქვამენ. ისინი ყველაფერს აღიქვამენ ისე, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს, ასეა სამყარო მოწყობილი.

ისრაელში მშობელი, თუ ბავშვს სცემა, პირველი შემთხვევისას ერთი წლით ქალაქიდან უნდა წავიდეს, სხვაგან იცხოვროს. ბავშვი სხვა, მიმღებ ოჯახში მიჰყავთ (თუ ნათესავები არ ჰყავს).

თუ მშობელი ბავშვს მეორედაც სცემს, ის შვიდი წლით ციხეში ხვდება და ერთმევა მშობლის უფლება. იქ, და არა მხოლოდ ისრაელში, ასევე ევროპაში, აშშ-ში — ბავშვებს ხელით არ ეხებიან.

რომანტიკური ურთიერთობები, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: გიყვარდეთ თქვენი შვილები უპირობოდ, ისეთები როგორებიც არიან

როგორ უნდა მოიქცეს თვითონ ნაცემი თაობის წარმომადგენელი, რომელიც გაიზარდა, უკვე საკუთარი შვილები ჰყავს და როცა ისინი არ უჯერებენ, ავტომატურად მოდის პრობლემის გადაწყვეტის მხოლოდ ერთი ვარიანტი — ცემა.

თუ მშობელს არ უნდა, თავის შვილებსაც ასე მოექცეს, საკუთარი თავის მკურნალობით უნდა დაიწყოს — ფსიქოლოგიდან ფსიქიატრამდე — აგრესიის დონიდან გამომდინარე.

ყველამ არ უნდა გააჩინოს ბავშვი. თუ ქალს არ უყვარს ბავშვები, მან, იმის გამო, რომ ასაკი ემატება, მომვლელი სჭირდება სიბერეში, მამაკაცის "გამოსაჭერად" სჭირდება და ა.შ., შვილი არ უნდა იყოლიოს.

ბავშვი იმიტომ უნდა გააჩინო, რომ ბავშვები გიყვარს და გინდა გყავდეს. სხვა არანაირ მიზეზს გამართლება არა აქვს. და, რაც მთავარია, სანამ შვილს გააჩენ — თავი უნდა მოიწესრიგო.

P.S. "იუნისეფის" კვლევების (2013 წ.) თანახმად, ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში ფართოდაა მიღებული. ყოველი მეორე ქართველი მიიჩნევს, რომ დასჯის ძალადობრივი ფორმები უფრო ქმედითია, ვიდრე არაძალადობრივი აღმზრდელობითი მეთოდები.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის წილი მაღალია, კიდევ უფრო მაღალია ძალადობის მიმართ ტოლერანტობის დონე.

ყველა ახალი ამბავი
0