10:28 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1170)
47 0 0

შემდეგ ტესტ–მატჩს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ 17 ივლისს თბილისში ჩაატარებს.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მეორე ტესტ-მატჩი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში 9 ივლისს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო გაუქმდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაციით, გეგმურმა კოვიდ-ტესტირებამ ორივე ნაკრების შემადგენლობაში კორონავირუსის შემთხვევები გამოავლინა.

„პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც მოთამაშეთა უსაფრთხოებას ემსახურება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და იოჰანესბურგში თამაში აღარ შედგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც რაგბის კავშირში აღნიშნავენ, ყველა ინფიცირებული სპორტსმენი თავს კარგად გრძნობს და მათ ჯანმრთელობაზე ნაკრების სამედიცინო პერსონალი და კვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ.

საქართველოს რაგბის ნაკრებსა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შორის პირველი ტესტ–მატჩი, რომელიც 2 ივლისს გაიმართა, სამხრეთ აფრიკის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით – 40:09 დასრულდა.

თემები:
სპორტის ამბები (1170)

მთავარი თემები