https://sputnik-georgia.com/20210707/ragbi-test-matchi-gadaido-252245850.html
საქართველო–სამხრეთ აფრიკის მატჩი გადაიდო: მორაგბეებს შორის ინფიცირებულები არიან
საქართველო–სამხრეთ აფრიკის მატჩი გადაიდო: მორაგბეებს შორის ინფიცირებულები არიან
Sputnik საქართველო
შემდეგ ტესტ–მატჩს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ 17 ივლისს თბილისში ჩაატარებს. 07.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-07T18:38+0400
2021-07-07T18:38+0400
2021-08-28T14:27+0400
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251305495_0:177:3015:1873_1920x0_80_0_0_16168ae356be2215614219fd68fead67.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მეორე ტესტ-მატჩი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში 9 ივლისს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო გაუქმდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გეგმურმა კოვიდ-ტესტირებამ ორივე ნაკრების შემადგენლობაში კორონავირუსის შემთხვევები გამოავლინა.„პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც მოთამაშეთა უსაფრთხოებას ემსახურება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და იოჰანესბურგში თამაში აღარ შედგება“, – ნათქვამია განცხადებაში.როგორც რაგბის კავშირში აღნიშნავენ, ყველა ინფიცირებული სპორტსმენი თავს კარგად გრძნობს და მათ ჯანმრთელობაზე ნაკრების სამედიცინო პერსონალი და კვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ.საქართველოს რაგბის ნაკრებსა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შორის პირველი ტესტ–მატჩი, რომელიც 2 ივლისს გაიმართა, სამხრეთ აფრიკის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით – 40:09 დასრულდა.
https://sputnik-georgia.com/20210702/borjgalosnebi-samxret-afrikis-nakrebtan-damarcxdnen-252199335.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251305495_142:0:2873:2048_1920x0_80_0_0_09e15d0d31007dbf145134014621bb96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი
საქართველო–სამხრეთ აფრიკის მატჩი გადაიდო: მორაგბეებს შორის ინფიცირებულები არიან
18:38 07.07.2021 (განახლებულია: 14:27 28.08.2021) შემდეგ ტესტ–მატჩს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ 17 ივლისს თბილისში ჩაატარებს.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მეორე ტესტ-მატჩი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში 9 ივლისს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო გაუქმდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი
ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმურმა კოვიდ-ტესტირებამ ორივე ნაკრების შემადგენლობაში კორონავირუსის შემთხვევები გამოავლინა.
„პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც მოთამაშეთა უსაფრთხოებას ემსახურება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და იოჰანესბურგში თამაში აღარ შედგება“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც რაგბის კავშირში აღნიშნავენ, ყველა ინფიცირებული სპორტსმენი თავს კარგად გრძნობს და მათ ჯანმრთელობაზე ნაკრების სამედიცინო პერსონალი და კვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ.
საქართველოს რაგბის ნაკრებსა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შორის პირველი ტესტ–მატჩი, რომელიც 2 ივლისს გაიმართა, სამხრეთ აფრიკის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით – 40:09 დასრულდა.