https://sputnik-georgia.com/20210702/borjgalosnebi-samxret-afrikis-nakrebtan-damarcxdnen-252199335.html
„ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან დამარცხდნენ
„ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან დამარცხდნენ
Sputnik საქართველო
ქართველი მორაგბეები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ, თუმცა, მატჩის მეორე ნახევარში მოწინააღმდეგის უპირატესობა აშკარა იყო 02.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-02T23:30+0400
2021-07-02T23:30+0400
2021-08-28T14:27+0400
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/02/252199169_0:37:1356:804_1920x0_80_0_0_4135693ab7a1fa219226304b455c8d3e.jpg
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, სამხრეთ აფრიკის გუნდთან ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 9:40 დამარცხდა.პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ქართველი მორაგბეები თედო აბჟანდაძის მიერ შესრულებული ზუსტი საჯარიმო დარტყმის წყალობით ანგარიშით 9:5 იგებდნენ.თუმცა, მასპინძლებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერეს და ანგარიშიც შეიცვალა – 19:9 მსოფლიო ჩემპიონთა სასარგებლოდ.მატჩის მეორე ნახევარში სამხრეთ აფრიკის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო, რაც პირველი ხაზის შეცვლის შემდეგ თვალსაჩიო გახდა. 67–ე წუთზე სხვაობამ 31 ქულას მიაღწია.ასე რომ, სამხრეთ აფრიკის გუნდმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველი მატჩი წარმატებით დაასრულა. გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 9 ივლისს გაიმართება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/02/252199169_0:0:1356:853_1920x0_80_0_0_ea28eece8dac90697865829d9e564acd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი
„ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან დამარცხდნენ
23:30 02.07.2021 (განახლებულია: 14:27 28.08.2021) ქართველი მორაგბეები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ, თუმცა, მატჩის მეორე ნახევარში მოწინააღმდეგის უპირატესობა აშკარა იყო
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, სამხრეთ აფრიკის გუნდთან ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 9:40 დამარცხდა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ქართველი მორაგბეები თედო აბჟანდაძის მიერ შესრულებული ზუსტი საჯარიმო დარტყმის წყალობით ანგარიშით 9:5 იგებდნენ.
თუმცა, მასპინძლებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერეს და ანგარიშიც შეიცვალა – 19:9 მსოფლიო ჩემპიონთა სასარგებლოდ.
მატჩის მეორე ნახევარში სამხრეთ აფრიკის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო, რაც პირველი ხაზის შეცვლის შემდეგ თვალსაჩიო გახდა. 67–ე წუთზე სხვაობამ 31 ქულას მიაღწია.
ასე რომ, სამხრეთ აფრიკის გუნდმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველი მატჩი წარმატებით დაასრულა. გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 9 ივლისს გაიმართება.