17:59 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
36 0 0

Belgrade Open-ის მეორე წრეში წაგების მიუხედავად, ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა და 9 ათასი ევრო გამოიმუშავა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (31-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგით) ბელგრადში АТР-250-ის სერიის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

მეორე წრეში ბასილაშვილმა მოულოდნელად დაუთმო სლოვაკ ანდრეი მარტინს (119) სამ სეტში - 1:6, 6:4, 6:7. მატჩი ორსაათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.

ორივე სპორტსმენმა უამრავი შეცდომა დაუშვა. განსაკუთრებით ეს ჩაწოდებას ეხება. ბასილაშვილმა ცხრა ჩაწოდება წააგო, მარტინმა - რვა. ამასთან ქართველმა 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო პირველი ბურთით მოხვედრის პროცენტი ძალიან დაბალი იყო - 41.

ბასილაშვილი ტურნირზე მესამე ნომრად იყო განთესილი და მსოფლიოს პირველ ჩოგანთან - ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეხვედრის ყველა შანსი ჰქონდა, რადგან ჩოგბურთელები სატურნირო ბადის ერთ ნახევარში აღმოჩნდნენ.

Belgrade Open-ის მეორე წრეში წაგების მიუხედავად, ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა და 9 ათასი ევრო გამოიმუშავა.

ბელგრადის ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 511 ათას ევროს შედგენს.

მთავარი თემები