ბასილაშვილი ჯოკოვიჩს არ შეხვდება - ქართველმა ბელგრადში წააგო

© AP Photo / Trevor Collensნიკა ბასილაშვილი
ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
Belgrade Open-ის მეორე წრეში წაგების მიუხედავად, ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა და 9 ათასი ევრო გამოიმუშავა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (31-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგით) ბელგრადში АТР-250-ის სერიის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

მეორე წრეში ბასილაშვილმა მოულოდნელად დაუთმო სლოვაკ ანდრეი მარტინს (119) სამ სეტში - 1:6, 6:4, 6:7. მატჩი ორსაათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.

ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
ბასილაშვილი კვლავ მსოფლიოს 30 უძლიერესი ჩოგბურთელის სიაშია

ორივე სპორტსმენმა უამრავი შეცდომა დაუშვა. განსაკუთრებით ეს ჩაწოდებას ეხება. ბასილაშვილმა ცხრა ჩაწოდება წააგო, მარტინმა - რვა. ამასთან ქართველმა 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო პირველი ბურთით მოხვედრის პროცენტი ძალიან დაბალი იყო - 41.

ბასილაშვილი ტურნირზე მესამე ნომრად იყო განთესილი და მსოფლიოს პირველ ჩოგანთან - ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეხვედრის ყველა შანსი ჰქონდა, რადგან ჩოგბურთელები სატურნირო ბადის ერთ ნახევარში აღმოჩნდნენ.

Belgrade Open-ის მეორე წრეში წაგების მიუხედავად, ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა და 9 ათასი ევრო გამოიმუშავა.

ბელგრადის ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 511 ათას ევროს შედგენს.

ყველა ახალი ამბავი
0