02:07 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
69 0 0

Sardegna Open-ის მეოთხედფინალში გასვლამ ბასილაშვილს თითქმის 14 ათასი ევრო მოუტანა. ტურნირის საპრიზო ფონდი 408 ათას ევროს შეადგენს

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 37-ე ნომერი) გრუნტის სეზონი კალიარიში АТР-250-ის სერიის ტურნირის მეორე წრეში გამარჯვებით დაიწყო.

ბასილაშვილის მეტოქე იყო სლოვაკი ჩოგბურთელი იოზეფ კოვალიკი, რომელიც АТР-ს რეიტინგში 128-ე პოზიციას იკავებს. კლასში არსებითი სხვაობის მიუხედავად, ქართველმა ჩოგბურთელმა გამარჯვების მოპოვება მხოლოდ სამ სეტში შეძლო - 4:6, 6:4, 7:5. მატჩი სამ საათს გაგრძელდა.

ორივე ჩოგბურთელმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. შედეგად ბასილაშვილმა ცხრა ბრეიკი გააკეთა, თავისი ჩაწოდება კი რვაჯერ დათმო. ყველაზე დაძაბული მესამე სეტის მე-10 გეიმი გამოდგა. ბასილაშვილის ჩაწოდებაზე სლოვაკ ჩოგბურთელს 5 მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ქართველმა გაუძლო დაძაბულობას და გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ნახევარფინალში გასვლისთვის ბასილაშვილი დაუპირისპირდება იან-ლენარდ შტრუფს (41) გერმანიიდან, რომელმაც ინგლისელ ლიამ ბროდის (152) ორ სეტში უპრობლემოდ მოუგო (6:4, 6:2).

ბასილაშვილი და შტრუფი ერთმანეთს ექვსჯერ არიან შეხვედრილი, ჯერჯერობით ანგარიში გერმანელის სასარგებლოდაა - 4:2.

Sardegna Open-ის მეოთხედფინალში გასვლით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და თითქმის 14 ათასი ევრო გამოიმუშავა. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 408 ათას ევროს შეადგენს.

მთავარი თემები