ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამიში მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა

© AFP 2024 / GREG WOODნიკა ბასილაშვილი
ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
წაგების მიუხედავად, ბასილაშვილმა 25 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და თავისი საბანკო ანგარიში 16 ათასი დოლარით შეივსო

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 38-ე ნომერი) მაიამიში მიმდინარე „მასტერსის“ სერიის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

ბასილაშვილმა შვედ მიკაელ იმერთან (95) სამ სეტში წააგო - 3:6, 6:4, 4:6. მატჩი 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
ბასილაშვილი АТР-ს რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდა

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ორივე ჩოგბურთელმა უამრავი შეცდომა დაუშვა. საერთო ჯამში ბასილაშვილმა შვიდი თავისი ჩაწოდება წააგო, იმერმა - 6.

დამარცხების მიუხედავად, ბასილაშვილმა 25 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და თავისი საბანკო ანგარიში 16 ათასი დოლარით შეივსო.

„მასტერსის“ საპრიზო ფონდი 4,3 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.

ყველა ახალი ამბავი
0