ბასილაშვილმა კალიარის საჩოგბურთო ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

© AFP 2024 / WILLIAM WESTნიკა ბასილაშვილი
ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
Sardegna Open-ის მეოთხედფინალში გასვლამ ბასილაშვილს თითქმის 14 ათასი ევრო მოუტანა. ტურნირის საპრიზო ფონდი 408 ათას ევროს შეადგენს

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 37-ე ნომერი) გრუნტის სეზონი კალიარიში АТР-250-ის სერიის ტურნირის მეორე წრეში გამარჯვებით დაიწყო.

ბასილაშვილის მეტოქე იყო სლოვაკი ჩოგბურთელი იოზეფ კოვალიკი, რომელიც АТР-ს რეიტინგში 128-ე პოზიციას იკავებს. კლასში არსებითი სხვაობის მიუხედავად, ქართველმა ჩოგბურთელმა გამარჯვების მოპოვება მხოლოდ სამ სეტში შეძლო - 4:6, 6:4, 7:5. მატჩი სამ საათს გაგრძელდა.

ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამიში მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა

ორივე ჩოგბურთელმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. შედეგად ბასილაშვილმა ცხრა ბრეიკი გააკეთა, თავისი ჩაწოდება კი რვაჯერ დათმო. ყველაზე დაძაბული მესამე სეტის მე-10 გეიმი გამოდგა. ბასილაშვილის ჩაწოდებაზე სლოვაკ ჩოგბურთელს 5 მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ქართველმა გაუძლო დაძაბულობას და გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ნახევარფინალში გასვლისთვის ბასილაშვილი დაუპირისპირდება იან-ლენარდ შტრუფს (41) გერმანიიდან, რომელმაც ინგლისელ ლიამ ბროდის (152) ორ სეტში უპრობლემოდ მოუგო (6:4, 6:2).

ბასილაშვილი და შტრუფი ერთმანეთს ექვსჯერ არიან შეხვედრილი, ჯერჯერობით ანგარიში გერმანელის სასარგებლოდაა - 4:2.

Sardegna Open-ის მეოთხედფინალში გასვლით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და თითქმის 14 ათასი ევრო გამოიმუშავა. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 408 ათას ევროს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0