19:04 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
51 0 0

ქართველმა მოციგურავემ სტოკჰოლმში მსოფლიო ჩემპიონატზე შემაჯამებელი მე-14 ადგილი დაიკავა, ხოლო მოკლე პროგრამის წარდგენის შემდეგ ის 21-ე ადგილზე იყო

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა მოიპოვა საგზური ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2022 წელს პეკინში გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

26 წლის ყვითელაშვილი ზამთრის ოლიმპიადაზე მეორედ იასპარეზებს.  

ქართველმა მოციგურავემ სტოკჰოლმში მსოფლიო ჩემპიონატზე შემაჯამებელი მე-14 ადგილი (231,81 ქულა) დაიკავა, შედეგად მან საქართველოს 2022 წლის ოლიმპიადისთვის მეორე ლიცენზია მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ, რომელშიც ქართველმა სპორტსმენმა ბევრი შეცდომა დაუშვა, ყვითელაშვილი 21-ე პოზიციას იკავებდა.

პირველი ოლიმპიური ლიცენზია საქართველოს მოუტანა მოციგურავემ ალინა ურუშაძემ, რომელმაც ამავე ჩემპიონატზე მე-20 ადგილი დაიკავა.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიონგჩანგში (2018) საქართველოს ნაკრებს ოთხი სპორტსმენი წარმოადგენდა: მოთხილამურეები ნინო წიკლაური და იასონ აბრამაშვილი, მოციგავე გიორგი სოღოიანი და მორის ყვითელაშვილი.

მთავარი თემები