ფიგურული ციგურაობა: ალინა ურუშაძე ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელი გახდა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიალინა ურუშაძე
ალინა ურუშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ალინა მე-20 ადგილზე გავიდა. ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალი პროგრამისთვის მსაჯებისგან 109.12 ქულა დაიმსახურა.

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. ქართველმა მოციგურავემ 17 წლის ალინა ურუშაძემ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საგზური მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ალინა მე-20 ადგილზე გავიდა. ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალი პროგრამისთვის მსაჯებისგან 109.12 ქულა დაიმსახურა.

ქართველმა სპორტსმენმა მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 169,01 ქულა მოაგროვა.


„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ალინა ურუშაძეს და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ამ მნიშვნელოვან წარმატებას - პირველი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი მოციგურავე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამის ეტაპზე გადავიდა >>

 

ყველა ახალი ამბავი
0