12:26 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
61 0 0

ლევან კობიაშვილმა ქართული ფეხბურთის ბოლო ერთი წელი შეაჯამა. მისი თქმით, მწარე გამოცდილების ხარჯზე ქართულ ფეხბურთში ბევრი რამ გამოსწორდება.

თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. 2020 წლის ყველაზე დიდი იმედგაცრუება და ტკივილი 12 ნოემბრის თამაში იყო, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია „პირველი არხთან“ ინტერვიუში, სადაც მან ქართული ფეხბურთის ბოლო ერთი წელი შეაჯამა.

პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში – საუკეთესო გოლის ავტორი ქალია>>

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ტელეარხთან ემოციურად ისაუბრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებულ „ერთა ლიგის“ ფინალზე, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ქვეყნის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებდა.

„ბოლო ნაბიჯი, რომელსაც ჩვენი 30 წლის ოცნება უნდა აეხდინა, ძალიან მძიმე გამოდგა. სამწუხაროდ, არ იყვნენ გულშემატკივრები, რაც ჩვენთვის დიდი დანაკლისი იყო. წაგებულმა მატჩმა თითოეული ჩვენგანი ძალიან დაგვაზიანა“, - აღნიშნა კობიაშვილმა.

კობიაშვილმა ნოემბრის სანაკრებო შეხვედრების შედეგებთან ერთად ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხუთწლიანი საქმიანობაც შეაფასა.

„ჩემთვისაც გაუგებარი იყო მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება, მაგრამ ამ საკითხზე მას საკუთარი მოსაზრებები ჰქონდა. ფაქტია, რომ ვლადიმირ ვაისი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და კომპეტენტური მწვრთნელი, რომელსაც საქართველოს ნაკრების არსებობის ისტორიაში უმუშავია“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ნაკრებს ვლადიმირ ვაისის თავკაცობით გარკვეული საფუძველი ჩაეყარა, რომელზეც მომავალი მწვრთნელი იმუშავებს.

ლევან კობიაშვილმა ფეხბურთში ჩართულ ყველა ადამიანს და ქართულ ფეხბურთს საუკეთესო 2021 წელი უსურვა. მან აღნიშნა, რომ მწარე გამოცდილების ხარჯზე ქართულ ფეხბურთში ბევრი რამ გამოსწორდება.

ვლადიმერ ვაისი: ხუთი წელი ქართული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე – ფოტო>>

საქართველოს ეროვნული ნაკრები ვლადიმერ ვაისის თავკაცობით, 2020 წლის 12 ნოემბერს „ერთა ლიგის“ გათამაშების ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა. ბალკანელებმა ჩვენ ნაკრებთან გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

რაც შეეხება ვლადიმირ ვაისს, სლოვაკმა სპეციალისტმა ეროვნული ნაკრები ასევე ნოემბრის თვეში, სომხეთთან წაგებული მატჩის შემდეგ დატოვა.

მთავარი თემები