04:43 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
ფოტო

ვლადიმერ ვაისი: ხუთი წელი ქართული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
6410
  • ვლადიმირ ვაისი ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2016 წლის 14 მარტს დაინიშნა
  • მისი დებიუტი 2016 წლის 29 მარტს შედგა ყაზახეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, რომელიც დასრულდა ფრედ 1:1
  • ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა 47 შეხვედრა (16 ამხანაგური და 31 ოფიციალური), რომლებშიც მოიპოვა 16 გამარჯვება, 15-ჯერ ითამაშა ფრე და დამარცხდა 16-ჯერ
  • ვაისის მწვრთნელობისას ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს 61 გოლი, გაუშვეს 52
  • სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობის დროს ქართული გუნდი 28 მეტოქეს დაუპირისპირდა, რომელთაგან ყველაზე ეგზოტიკური იყო სენტ-კიტს და ნევისი. ამ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 3:0 ანგარიშით გაიმარჯვა
  • ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებული მატჩებით რეკორსმენია. სლოვაკ სპეციალისტამდე რეკორდი თემურ ქეცბაიას ეკუთვნოდა, რომელიც გუნდს 40 მატჩის განმავლობაში ხელმძღვანელობდა
  • ვაისის დროს ორი ყველაზე დიდი მარცხი ქართულმა ნაკრებმა განიცადა რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრისას და დანიასთან ევრო-2020-ის შესარჩევი ციკლის დროს. ორივე შეხვედრა დამთავრდა ანგარიშით 1:5
  • ხოლო ყველაზე დიდი გამარჯვება ვაისის გუნდმა 2017 წლის მარტში მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა ლატვიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 ანგარიშით დაამარცხეს
  • ხოლო ყველაზე სენსაციური მატჩი ესპანეთთან გაიმართა. ხეტაფესთან ამხანაგურ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა 1:0 ანგარიშით გაიმარჯვეს, გოლის ავტორი თორნიკე ოქრიაშვილი იყო
  • ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ორი შესარჩევი ციკლი გაიარა - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ევრო-2020
  • პირველ კვალიფიკაციაში ქართულ გუნდს საერთოდ არ მოუგია (ხუთი ფრე და ხუთი მარცხი), ხოლო მეორეში ორი გამარჯვება მოიპოვა (ორივეჯერ გიბრალტართან), ორჯერ ითამაშა ფრე და დამარცხდა ოთხჯერ
  • უეფა-ს ერთა ლიგის შესარჩევ ეტაპებზე ქართული გუნდი ჯგუფის გამარჯვებული გახდა და ტურნირის პლეი-ოფში გავიდა
  • სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებისთვის აღმოაჩინა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია
  • „საუკუნის მატჩი“ - უეფა-ს ერთა ლიგის ნახევარფინალი ბელარუსთან, ქართველმა სპორტსმენებმა 1:0 ანგარიშით გაიმარჯვეს, რომლის ავტორიც თორნიკე ოქრიაშვილი გახდა
  • ხოლო ქართული ფეხბურთის „ისტორიული მატჩის“ - უეფა-ს ერთა ლიგის ფინალის მოგება ქართულმა ნაკრებმა ვერ შეძლო
  • ქართველმა ფეხბურთელებმა წააგეს ანგარიშით 0:1 და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი გაუშვეს ხელიდან
  • ვაისისთვის ბოლო მატჩი უიღბლო აღმოჩნდა - მისმა გუნდმა 1:2 ანგარიშით წააგო და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსები დაკარგა
  • ვაისისთვის სომხეთის ნაკრები დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა
  • როგორც სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვაისმა ორჯერ წააგო სომხეთთან. მან სომხეთის ნაკრების დამარცხება საქართველოს ნაკრებთან ერთადაც ვერ შეძლო
  • ხუთი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი საქართველოს ნაკრებს - კარგი დრო იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის ვიქნები საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი, - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა ბოლო პრესკონფერენციაზე
© Sputnik / STRINGER
ვლადიმირ ვაისი ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2016 წლის 14 მარტს დაინიშნა

სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმერ ვაისი ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს. მთავარი მწვრთნელის პოსტი მან ცუდ ფონზე დატოვა – გუნდმა უეფას ერთა ლიგის ფინალში მარცხი განიცადა.

ვლადიმერ ვაისმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პასუხისმგებლობა მოიხსნა.

კონტრაქტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სლოვაკ სპეციალისტს შორის 18 ნოემბერს იწურებოდა, უეფას ერთა ლიგის შემაჯამებელი მატჩის შემდეგ ესტონეთთან.

თუმცა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მხარეებმა კონტრაქტი ორი დღით ადრე შეწყვიტეს, მას შემდეგ, რაც ქართულმა გუნდმა სომხეთის ნაკრებთან საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ახალი მწვრთნელის ძებნა უკვე დაიწყო.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები