20:08 14 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1129)
145 0 0

სეზონის საუკეთესო გოლის ნომინაციაში ათი გოლი იყო წარდგენილი. საუკეთესო ქართული გოლი ღია გამოკითხვით შეირჩა.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე (GFF AWARDS 2020) 2020 წლის სეზონის საუკეთესო გოლის ავტორად ხატია ჭყონია დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მიმდინარე წლის საუკეთესო ქართული გოლი ღია გამოკითხვით შეირჩა. სწორედ გულშემატკივარმა დაასახელა ჭყონია საუკეთესო გოლის ავტორად.

ქალთა საფეხბურთო გუნდის „ლანჩხუთის“ თავდამსხმელმა წლის საუკეთესო გოლი „უეფას ჩემპიონთა ლიგაზე“ რუმინულ „კლუჟს" გაუტანა. ლიგაში „ლანჩხუთი“ იმ 10 კლუბს შორის მოხვდა, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაცი ეტაპის გავლა მოახერხეს.

2020 წლის საუკეთესო ქართული გოლის ნომინანტებად წარდგენილი იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც თავი ეროვნულ ლიგაში, საქართველოს ნაკრებში, ფუტსალის ნაკრებში, ქალთა საფეხბურთო კლუბის სახელით, ევროთასებსა და მოყვარულთა ჩემპიონატზე გამოიჩინეს.

სეზონის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

წლის საუკეთესო გოლის ჯილდოსთვის ხატია ჭყონიას გარდა ცხრა ფეხბურთელი იბრძოდა.

  • ირაკლი სიხარულიძე – „ლოკომოტივი" vs „სამტრედია" (ეროვნული ლიგა)
  • გიორგი გაბედავა – „დინამო" ბათუმი vs „დინამო" თბილისი (ეროვნული ლიგა)
  • ვაგნერ გონსალვესი – „დინამო" ბათუმი vs „სამტრედია" (ეროვნული ლიგა)
  • ხვიჩა კვარაცხელია – ჩრდილოეთ მაკედონია vs საქართველო (უეფას ერთა ლიგა)
  • სიმი საიოტი – საფრანგეთი vs საქართველო (ფუტსალის ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი)
  • კონსტანტინე ფაჩულია – „ქომაგები" vs „ზედაზენი" (მოყვარულთა ლიგა)
  • კობა ბაკურაძე – „ნახალოვკა" სამტრედია vs „ლაკადა" წალენჯიხა (მასტერ ლიგა)
  • გიორგი ფანცულაია – „დინამო თბილისი vs „ტორპედო (ეროვნული ლიგა)
  • ნოდარ იაშვილი – „დილა" გორი vs „დინამო" თბილისი (ეროვნული ლიგა)
თემები:
სპორტის ამბები (1129)

მთავარი თემები