13:59 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (814)
154 0 0

საქართველოს ნაკრები ტალინში 5 სექტემბერს გამართავს მატჩს ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო 8 რიცხვში ეროვნული ნაკრები თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაასახელა ეროვნული გუნდის შემადგენლობა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის ესტინეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა 27 ფეხბურთელი, ორი მათგანი ქვეყნის მთავარ გუნდში პირველად გამოიძახეს. ეს არის „დინამო“ თბილისის ნახევარმცველი გიორგი კუცია და თბილისის „საბურთალოს“ მცველი ნიკა მალი.

აღსანიშნავია, რომ გუნდს ვერ შეუერთდებიან გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, რომლებიც MLS-ში „სან-ხოსე ერთქვეიკსის“ სახელით გამოდიან. ამის მიზეზია პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინე რეგულაციებია. ამასთან, როგორც სფფ-ს განცხადებაშია აღნიშნული, კლუბთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ორივე ფეხბურთელი ოქტომბერში დაგეგმილ პლეი-ოფის პრინციპულ შეხვედრაში ბელარუსთან მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები:

გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე („ვიტორია“, „სეტუბალი“, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო“, თბილისი)

მცველები:

ოთარ კაკაბაძე („ლუცერნი“, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა („შახტარი“, „დონეცკი“, უკრაინა), გია გრიგალავა („არსენალი“, „ტულა“, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე („უფა“, რუსეთი), სოლომონ კვერკველია („როტორი“, „ვოლგოგრადი“, რუსეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი), ნიკა მალი („საბურთალო“, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი („დინამო“, ბათუმი)

ნახევარმცველები:

ჯაბა კანკავა („ტობოლი“, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ვაკო გვილია („ლეგია“, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია), გიორგი აბურჯანია („ტვენტე“, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ლევან შენგელია („ქონიასპორი“, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი“, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ“, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, „ყაზანი“, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („როტორი“, „ვოლგოგრადი“, რუსეთი), გიორგი კუცია („დინამო“, თბილისი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“, ბათუმი)

თავდამსხმელები:

გიორგი ქვილითაია („გენტი“, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა („ანორთოსისი“, კვიპროსი).

ქართველი ფეხბურთელების შეკრება 31 აგვისტოს თბილისში სავარჯიშო ბაზა „ზესტაფონზე“ დაიწყება (თბილისის ზღვის ტერიტორიაზე). 4 სექტემბერს გუნდი გაემგზავრება ტალინში, სადაც 5 სექტემბერს ჩატარდება მატჩი ესტონეთის ნაკრებთან, ხოლო 8 რიცხვში ეროვნული გუნდი თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა >>

უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების შედეგებით საქართველოს ნაკრებმა მოიგო თავის ჯგუფში D დივიზიონში და ამჟამინდელ ტურნირს С დივიზიონში გაატარებს. ესტონეთისა და ჩრდილოეთი მაკედონიის გარდა, ჩვენი გუნდის მეტოქე სომხეთის ნაკრები იქნება.

თემები:
სპორტის ამბები (814)

მთავარი თემები