ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ფეხბურთის ნაკრებთან კონტრაქტი გააგრძელა

© Sputnik / Vladimir Umikashviliვლადიმირ ვაისი
ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაისის თავკაცობით ნაკრებმა გამართა 40 მატჩი, მოიპოვა 14 გამარჯვება, 12 თამაში ფრედ დაასრულა და 14 დამარცხება განიცადა

თბილისი, 24 მაისი – Sputnik. სლოვაკმა სპეციალისტმა ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ფეხბურთის ნაკრებთან კონტრაქტი გააგრძელა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე წლის დეკემბრამდე დარჩება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.

ვაისთან ერთად მუშაობას მთელი სამწვრთნელო შტაბი გააგრძელებს.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველო–ბელარუსის ფეხბურთის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება?

სლოვაკი სპეციალისტის კონტრაქტი სფფ-სთან მიმდინარე წლის მარტში ამოიწურა. სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ფედერაციას სურს გააგრძელოს მუშაობა ვაისსთან და ამ მიმართულებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ვაისი საქართველოს ნაკრების სათავეში 2016 წლის მარტში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდა გამართა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლები, უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის თავის ჯგუფში გამარჯვებული გახდა, ასევე ტურნირის ნახევარფინალში ბელარუსთან დაპირისპირების უფლება მოიპოვა.

ვაისის თავკაცობით ნაკრებმა გამართა 40 მატჩი, მოიპოვა 14 გამარჯვება (აქედან შვიდი ამხანაგურ მატჩებში), 12 თამაში ფრედ დაასრულა და 14 დამარცხება განიცადა.

ყველა ახალი ამბავი
0