თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ფიფა/კოკა–კოლას განახლებულ რეიტინგში 91–ე ადგილი შეინარჩუნა.
რეიტინგში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა, რადგან ნაკრებებს საერთაშორისო მატჩები კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩაუტარებიათ.
ამჟამად საქართველოს ნაკრების აქტივშია 1267 ქულა. რეიტინგში მისი მეზობლები არიან მადაგასკარისა და ისრაელის გუნდები.
უძლიერეს გუნდებს სათავეში 1765 ქულით კვლავ ბელგიის ნაკრები უდგას, მეორე ადგილზეა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთის ნაკრები – 1733 ქულა, ხოლო მესამეზეა ბრაზილია 1712 ქულით.