თუთბერიძე საუკეთესოა! ქართველი სპეციალისტი მსოფლიოში უძლიერეს მწვრთნელად აღიარეს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიეთერ თუთბერიძე
ეთერ თუთბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში მოღვაწე ქართველმა სპეციალისტმა გაუსწრო ბევრ მწვრთნელს, რომლებმაც სახელოვანი სპორტსმენები აღზარდეს

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU) ფიგურულ ციგურაობაში დამსახურებული მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე მსოფლიოში უძლიერეს მწვრთნელად აღიარა, იუწყება РИА Новости.

ოთხმაგი სალხოვი: თუთბერიძის 13 წლის მოსწავლემ ურთულესი ნახტომი შეასრულა >>

ქართველმა Skating Awards-ს პრემიის „საუკეთესო მწვრთნელის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. დაჯილდოების პირველი ცერემონია ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს.

მორის ყვითელაშვილი და ეთერ თუთბერიძე - Sputnik საქართველო
მორის ყვითელაშვილმა თავისი მწვრთნელი სამი სიტყვით დაახასიათა

ეთერ თუთბერიძემ აჯობა ამერიკელ სპეციალისტ რაფაელ არუთინიანს, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ნატან ჩენს წვრთნის, და კანადელ ბრაიან ორსერს, რომელიც ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ იუძურუ ჰანიუს და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ევგენია მედვედევას ავარჯიშებს, რომელმაც თავის ყველა მნიშვნელოვან გამარჯვებას თუთბერიძის ხელმძღვანელობით მიაღწია.

მწვრთნელი მუშაობს 2018 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა ზაგიტოვასთან, 2020 წლის ევროპის ჩემპიონ ანა კოსტორნაიასთან, რუსეთის ორგზის ჩემპიონ ანა შჩერბაკოვასთან, იუნიორთა შორის რუსეთის ორგზის ჩემპიონ დანიილ სამსონოვთან. სპეციალისტმა ასევე იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ორ უმაღლეს ჯილდომდე ალექსანდრა ტრუსოვა მიიყვანა.

კოსტორნაიამ თავის ვიდეომიმართვაში თუთბერიძეს თავისი საქმის მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტი უწოდა.

„ეთერი თუთბერიძე ძალიან მომთხოვნია, ის გვეხმარება მივაღწიოთ მაღალ შედეგებს შეჯიბრებებზე“, - აღნიშნა ანა შჩერბაკოვამ.

ყველა ახალი ამბავი
0