თბილისი, 17 მაისი - Sputnik. ქართველმა მოციგურავემ, ფიგურულ ციგურაობაში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა მორის ყვითელაშვილმა თავისი მწვრთნელი, ეთერ თუთბერიძე დაახასიათა.
„ძლიერი, სამართლიანი, მკაცრი“ - ასე უპასუხა ყვითელაშვილმა შეკითხვაზე რუსეთის დამსახურებული მწვრთნელის, წარმოშობით ქართველის, ეთერ თუთბერიძის სამი მთავარი თვისების შესახებ.
„დიდი ხანია ეთერისთან ვვარჯიშობ, სწორედ ამ ზედსართავი სახელებით შემიძლია ის დავახასიათო“, - აღნიშნა სპორტსმენმა.
ყვითელაშვილმა აღნიშნა, რომ თითოეულ თავის მწვრთნელს პატივისცემით ეპყრობა.
„თითოეულთან კარგად და კომფორტულად ვარ. როდესაც ტურნირზე მთელი დელეგაციაა, კიდევ უფრო კომფორტულად ვარ. და თუ ფედერაციის პრეზიდენტია, ხომ საერთოდ. ვგრძნობ პასუხისმგებლობას მათ წინაშე და იმაზე უკეთესად მინდა გამოვიდე, ვიდრე შემიძლია“, - აცხადებს ყვითელაშვილი.
ადრე ყვითელაშვილმა განაცხადა, რომ მისი მწვრთნელის მეთოდის საიდუმლოა მუშაობა.
„უნდა იმუშაო“, - უპასუხა ყვითელაშვილმა თუთბერიძის მეთოდის შესახებ შეკითხვაზე.