თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ოქრო და ვერცხლი — ასეთ შედეგებს მიაღწიეს ფიგურულ სრიალში რუსეთში მოღვაწე მწვრთნელის, წარმოშობით ქართველი ეთერი თუთბერიძის აღსაზრდელებმა ფიონგჩანგში XXIII ოლიმიურ თამაშებზე.
ოლიმიადაზე პირველი ოქრო რუსეთს სწორედ ალინა ზაგიტოვამ მოუტანა, ხოლო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ევგენია მედვედევა ვეცხლის პრიზიორი გახდა.
„ვფიქრობ, ეთერის ორივე გოგონა უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ ძალიან მკაცრია ვარჯიშზე, და ის რეგალიებს არ უყურებს“, — უამბო РИА Новости-ს ფიგურულ სრიალში ცნობილმა მწვრთნელმა ტატიანა ტარასოვამ.
თავად თუთბერიძე აცხადებს, რომ ბავშვებს ირონიით ავარჯიშებს, და თუ რაიმე საწყენს ამბობს, ამას ხუმრობით აკეთებს.
„ნაზ, დაშინებულ, ფერებაში გაზრდილ ბავშვს ჩემთან გაუჭირდება, ის, ვინც ვარჯიშზე პირველად მოდის და არ იბოჭება, ხუმრობს, — ასეთი ბავშვი ჩემია“, — ციტირებს Vogue თუთბერიძის სიტყვებს.
ცნობილ მოციგურავე ილია ავერბუხს მიაჩნია, რომ თუთბერიძის სკოლის სიძლიერე ფასდაუდებელია.
„სავარჯიშო პროცესი ისეა აწყობილი, რომ ბავშვები, რომლებიც ჯგუფში ხვდებიან, წარმატებაზე არიან დამუხტულნი, კონკურენციას ხედავენ. ის მათ საჩემპიონო სიმაღლეებისკენ უბიძგებს“, — ციტირებს ავერბუხს Вести.ру.
ეთერი თუთბერიძე 1974 წლის 24 თებერვალს მოსკოვში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა.
ქართველის სამწვრთნელო კარიერა აშშ-ში დაიწყო, სადაც ის 1994—1998 წლებში მუშაობდა, შემდეგ კი რუსეთში გაგრძელდა. თუთბერიძეს უმუშავია ცირკში ყინულზე, გასაბერ ყინულზე გამაჯანსაღებელ ჯგუფებთან ერთად.
იმ წელს, როდესაც თუთბერიძის აღსაზრდელებმა თავბრუდამხვევ შედეგებს მიაღწიეს, ანუ 2014 წლის ოქტომბერში, მას „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“ ორდენი გადაეცა.
თუთბერიძე ინდივიდუალისტ სპორტემენებთან მუშაობს. სწორედ მან მოამზადა 2014 წლის XXII ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული იულია ლიპნიცკაია, რომელმაც ასევე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში ოქროს მედალი მოიპოვა. თუთბერიძის მეორე აღსაზრდელს — სერგეი ვორონოვს ვერცხლის მედალი ერგო.
თუთბერიძემ ასევე XXIII ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2016 და 2017) ევგენია მედვედევა მოამზადა.
განთქმული სპეციალისტის აღსაზრდელთა შორის ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილიცაა, რომელმაც საქართველო სამხრეთ კორეის თამაშებზე წარადგინა და თავისუფალ პროგრამაში კვალიფიკაციის მოპოვება შესძლო.
„ქალბატონი ეთერი შესანიშნავი მწვრთნელია. მას შუძლია განგაწყოს შეჯიბრების წინ. შენ მხოლოდ ის გევალება, გახვიდე ყინულზე და შენი საქმე გააკეთო“, — უამბო ყვითელაშვილმა „Sputnik-საქართველოს“.
თუთბერიძის მადლობლები არიან საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციაშიც.
„თუთბერიძესთან ერთად არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობს. უნდა გაგაჩნდეს არაორდინარული თვისებები, რომ ისეთი კოლექტივი შექმნა, რომელიც შენს სპორტსმენებთან უმაღლეს დონეზე იმუშავებს. ვფიქრობ, რომ ეთერის არაჩვეულებრივი თვისებები გააჩნია — ის ძალიან კარგად ერკვევა ადამიანებშიც და სპორტსმენებშიც. ამასთან ის ფენომენალურად შრომისმოყვარეა — მას დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში მუშაობა შეუძლია. ახლა მას ვერავის ვერ შეადარებ. მე მიმაჩნია, რომ ახლა ეთერი თუთბერიძე — მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია ინდივიდუალურ სრიალში“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა.