თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. ფიგურული სრიალის ცნობილი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის 13 წლის მოსწავლემ მაია ხრომიხმა ვარჯიშზე ოთხმაგი სალხოვი შეასრულა, რის ამსახველ ვიდეოსაც თავად თუთბერიძე აქვეყნებს „ინსტაგრამზე“.
View this post on Instagram
აღსანიშნავია, რომ ამ ნახტომის შესრულება უკიდურესად რთულია, რის გამოც ვიდეომ უკვე დაიპყრო ინტერნეტი. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე ოთხმაგი სალხოვი კიდევ ერთმა მცირეწლოვანმა ფიგურისტმა, 11 წლის ვერონიკა ჟილინამ შეასრულა, რომელიც ასევე თუთბერიძის აღსაზრდელია.
შეჯიბრებებზე ამ ნახტომის შესრულება ერთადერთმა ფიგურისტმა ალექსანდრა ტრუსოვამ მოახერხა.
ეთერ თუთბერიძე მუშაობს ინდივიდუალურ სპორტსმენებთან. მისმა აღზრდილმა სამმა მოსწავლემ ოლიმპიური მედალი მოიპოვა.