14:11 22 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (609)
44 0 0

დღემდე ევროპის ჩემპიონატებზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგი 2014 წელს მოპოვებული მე-12 ადგილი იყო.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. წყალბურთში საქართველოს მამაკაცთა ნაკრები ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილისთვის გამართულ მატჩში გერმანიის ნაკრებთან ანგარიშით 8:9 დამარცხდა

ქართველი წყალბურთელები თამაშის პირველ ნაწილში უკეთესად გამოიყურებოდნენ და ორი სასტარტო მეოთხედი ანგარიშით 3:2 და 2:0 მოიგეს კიდეც. თუმცა, მეორე ნახევარში გერმანელმა წყალბურთელებმა შეძლეს მატჩის შემობრუნება და მოწინააღმდეგე მესამე მეოთხედში ანგარიშით 3:2, მეოთხეში კი 4:1 დაამარცხეს.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა მეათე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის სტატისტიკა გაიუმჯობესა. თურქეთის ნაკრებთან გამართულ მატჩამდე ჩვენი გუნდის საუკეთესო შედეგი 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მე-12 ადგილი იყო.

მიმდინარე ჩემპიონატი 26 იანვრამდე გაგრძელდა, მოქმედი გამარჯვებული სერბეთის ნაკრებია.

თემები:
სპორტის ამბები (609)

მთავარი თემები