პირველი ოლიმპიური ოქრო ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიალინა ბუტაევ და ლუკა ბერულავა
ალინა ბუტაევ და ლუკა ბერულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვებულ გუნდში ქართველ სპორტსმენებთან ერთად ასევე გამოდიოდნენ მოციგურავეები რუსეთიდან, იაპონიიდან და ესტონეთიდან

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ლოზანაში შერეულ გუნდურ შეჯიბრებაზე პირველი ოქროს მედლები აიღეს.

ქართველი მოციგურავეები შევიდნენ ინტერნაციონალურ გუნდში Courage, რომელმაც 24 ქულით შეჯიბრება მოიგო.

ქართველმა მოციგურავეებმა ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ბრინჯაო აიღეს - Sputnik საქართველო
არის პირველი მედალი! ქართველმა მოციგურავეებმა ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ბრინჯაო აიღეს

ალინა ბუტაევას და ლუკა ბერულავას გარდა, გუნდის შემადგენლობაში იყვნენ რუსი მოციგურავე ქსენია სინიცინა (ინდივიდუალურ დისციპლინაში), ესტონელი მოციგურავე არლენ ლევანდი, იაპონური წყვილი უტანა იოშიდა და შინგო ნიშიამი.

თავის დისციპლინაში ბერულავა და ბუტაევა მესამე ადგილზე იყვნენ, მაგრამ გუნდის ყველა სპორტსმენის გამოსვლების ქულათა ჯამით პირველები გახდნენ.

შეჯიბრებაში სულ რვა გუნდი მონაწილეობდა: Courage, Determination, Discovery, Focus, Future, Hope, Motivation, Vision. თითოეულ გუნდში იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რათა მეტოქეების შანსები დაბალანსებულიყო. აღსანიშნავია, რომ მოციგურავეებმა მხოლოდ თავისუფალი პროგრამა აჩვენეს.

რამდენიმე დღის წინ ბერულავამ და ბუტაევამ საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები მოუტანეს.

ქართველმა მოციგურავემ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა >>

ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მონაწილე 10 ქართველი სპორტსმენი 16-დან ოთხ დისციპლინაში იასპარეზებს: სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ფრისტაილი და ციგაობა.

ზამთრის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ლოზანაში 22 იანვრამდე გასტანს. შეჯიბრებებში საერთო ჯამში 79 ქვეყნის 1792 სპორტსმენი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0