არის პირველი მედალი! ქართველმა მოციგურავეებმა ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ბრინჯაო აიღეს

© National Olympic Committee / FBქართველმა მოციგურავეებმა ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ბრინჯაო აიღეს
ქართველმა მოციგურავეებმა ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ბრინჯაო აიღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მონაწილეობს ათი ქართველი სპორტსმენი. ისინი 16-დან ოთხ დისციპლინაში იასპარეზებენ

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. ქართველი მოციგურავეები ლუკა ბერულავა და ალინა ბუტაევა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

პირველ და მეორე ადგილებზე არიან რუსი სპორტსმენები დმიტრი რილოვი - აპოლინარია პანფილოვა, ილია მირონოვი - დიანა მუხამეტზიანოვა.

წყვილების მიერ მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ ლიდერობდნენ რუსი მოციგურავეები, მესამე ადგილზე - ბერულავა და ბუტაევა. თავის გამოსვლაში ქართველი მოციგურავეები 59.14 ქულით მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლებს ჩამორჩნენ. მოკლე პროგრამის შემდეგ პანფილოვა-რილოვს აქვს 71.74 ქულა, მუხამეტზიანოვა-მირონოვს - 60.45.

ოლიმპიური რგოლები - Sputnik საქართველო
რამდენმა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა ლიცენზია ტოკიოს ოლიმპიადაზე

თავისუფალი პროგრამის შემდეგ ლიდერთა სამეული არ შეცვლილა.

ორი პროგრამის შემდეგ ქართველების დუეტმა მოიპოვა 157.29 ქულა, ხოლო რუსმა მოციგურავეებმა შესაბამისად - 199.21 და 175.42 ქულა.

ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მონაწილე 10 ქართველი სპორტსმენი 16-დან ოთხ დისციპლინაში იასპარეზებს: სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ფრისტაილი და ციგაობა.

ზამთრის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ლოზანაში 22 იანვრამდე გასტანს. შეჯიბრებებში საერთო ჯამში 79 ქვეყნის 1792 სპორტსმენი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0