რამდენმა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა ლიცენზია ტოკიოს ოლიმპიადაზე

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიური რგოლები
ოლიმპიური რგოლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ ოლიმპიადაზე რიო-დე-ჟანეიროში ქართველმა სპორტსმენებმა ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობა – 40 ლიცენზია მოიპოვეს.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიები უკვე 14-მა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა და ტოკიოში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა.

ცნობილი გახდა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენების ვინაობა >>

ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში 2020 წლის ივნისამდე სულ 35-დან 37-მდე ლიცენზიას ელოდებიან.

„გასულ ოლიმპიადაზე რიოში ქართველ სპორტსმენებს ჩვენი ქვეყნისთვის ლიცენზიების რეკორდული რაოდენობა ჰქონდათ – 40. წელს 35-მდე ლიცენზიას ველოდებით. როგორც იცით, ლიცენზიები ერთია, მაგრამ მთავარია - რომელი სპორტსმენები შეძლებენ საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოტანას“, – განაცხადა ელგუჯა ბერიშვილმა.

ამ ეტაპზე უკვე გარკვეულია, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მიემგზავრებიან: ნინო სალუქვაძე (სროლა პისტოლეტიდნ), გენო პეტრიაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი სტილით მოჭიდავეები), იაკობ ქაჯაია და გიორგი მელია (ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები), ლაშა ტალახაძე და ანტონ პლესნოი (ძალოსნები), ასევე შვიდი ძიუდოისტი.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი – ნომინანტების ვინაობა ცნობილია

რაც შეეხება ნინო სალუქვაძეს, ის პირველი იყო ქართველ სპორტსმენთა შორის, რომელმაც ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტოკიოს თამაშები ლეგენდარული ქართველი სპორტსმენისთვის მეცხრე ოლიმპიადა იქნება.

„იმედი მაქვს, რომ საქართველო ოლიმპიადაზე 13-14 სახეობაში იქნება წარმოდგენილი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კარატისტი გოგიტა არქანია გაემგზავრება ოლიმპიადაზე. კარატე ხომ პირველად იქნება ოლიმპიადაზე“, – აღნიშნა ბერიშვილმა.

მისი თქმით, 2020 წლის ივნისამდე ლიცენზიებისთვის ბრძოლას კიდევ დაახლოებით 50 ქართველი სპორტსმენი გააგრძელებს. თუ გასულ წლებს შევადარებთ, 2003 წლის დეკემბერში საქართველოს ჰქონდა 14 ლიცენზია, 2007 წელს – 18, 2011 – 15, 2015 – 19.

ოქროა! ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ჩინეთის ტურნირი მოიგო >>

გასულ ოლიმპიადაზე რიოში საქართველომ მოიპოვა შვიდი მედალი, აქედან ორი ოქროსი. საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანეს ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ და მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0