საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა დანიასთან მატჩი ფრედ დაასრულა

© Sputnik / STRINGERსაქართველო-დანია
საქართველო-დანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული D ჯგუფის მატჩი დანიასთან ანგარიშით 0:0 დასრულდა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა EURO-2020-ის შესარჩევი მატჩი დანიის გუნდთან ფრედ დაასრულა.

საქართველო-შვეიცარია. ევრო2020-ის შესარჩევი მატჩი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული D ჯგუფის მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა.

პირველ ნახევარში დანიელები უტევდნენ და მეკარე გიორგი ლორიამ გუნდი არაერთხელ იხსნა. მეორე ნახევარში კი ქართველები შეტევაზე გადავიდნენ და ვაკო ყაზაიშვილმა 76-ე წუთზე მიზანს ოდნავ აცდა. შემდეგ ორივე გუნდმა თითოჯერ შეტევა განახორციელა, თუმცა უშედეგოდ.

© Sputnik / STRINGERМатч между сборными Грузии и Дании по футболу
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა დანიასთან მატჩი ფრედ დაასრულა - Sputnik საქართველო
Матч между сборными Грузии и Дании по футболу

ჯგუფში დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. შვეიცარიის ნაკრებმა შინ გიბრალტარის გუნდი ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის ხუთი ჩატარებული საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და D ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს. ვაისის შეგირდები დამარცხდნენ შვეიცარიასთან (0:2), ირლანდიასთან (0:1) და დანიასთან (1:5) და მოიპოვეს მხოლოდ ერთი გამარჯვება გიბრალტართან (3:0).

© Sputnik / STRINGERსაქართელო-დანია. ქართველი ქომაგები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა დანიასთან მატჩი ფრედ დაასრულა - Sputnik საქართველო
საქართელო-დანია. ქართველი ქომაგები

ლიდერი კვლავ ირლანდიაა, რომლის აქტივში 11 ქულაა. მეორე ადგილზე დანიაა - 9 ქულით, ხოლო მესამეზე - შვეიცარიაა (8ქულით). თუმცა, შვეიცარიელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

© Sputnik / STRINGERსაქართველო-დანია. დანიის გუნდის მწვრთნელი
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა დანიასთან მატჩი ფრედ დაასრულა - Sputnik საქართველო
საქართველო-დანია. დანიის გუნდის მწვრთნელი

ევრო-2020-ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს თბილისში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0